პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გერმანული მედია - გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

ნატო

გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინის 53 წლის მოქალაქე ვადიმ ი. დააკავეს. გამოძიების ცნობით, ის სამხედრო ტექნიკის წარმოებასა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის ინფრასტრუქტურაზე ინფორმაციას აგროვებდა.

გერმანული მედია - გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს
ინტერპრესნიუსი

გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

გერმანიის პოლიციამ 53 წლის უკრაინის მოქალაქე, ვადიმ ი. ბრანდენბურგში დააკავა.

გამოძიების ცნობით, მამაკაცი რუსეთის სადაზვერვო სამსახურებისთვის 2025 წლის ივლისიდან მუშაობდა და სამხედრო ინფორმაციას აგროვებდა.

გამომძიებლების განცხადებით, ეჭვმიტანილი „ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოების, ასევე ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის ობიექტებზე მყოფი პერსონალისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის შესახებ“ ინფორმაციას აგროვებდა.

გერმანული მედიის ინფორმაციით, დაკავებული განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ბუნდესვერის 45-ე სატანკო ბრიგადით, რომლის ლიეტუვაში განთავსება მომავალ წელს არის დაგეგმილი.

დაკავებული მამაკაცი სასამართლოს წინაშე ხვალ წარდგება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოგერმანიაში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე დააკავეს
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიგერმანიის პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც ბრალი ედება რუსეთის სადაზვერვო სამსახურისთვის ჯაშუშობაში
  3. რუსთავი 2სამთავრობოგერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მედია: პოლონეთში უკრაინის ორი მოქალაქე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისა და დივერსიების მოწყობის ბრალდებით დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები