"დაიცავი გამოფენა" - ექსპო-ჯორჯიასთან მშენებლობის წინააღმდეგ აქცია იმართება
ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე მოქალაქეები მრავალსართულიანი კორპუსების დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ შესასვლელი რკინის ჯებირებით ჩახერგა და აქციის მონაწილეებს პრეზენტაციაზე შესვლისა და კომპანიის მფლობელებთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევს.
პროტესტი საგამოფენო სივრცის დასაცავად - ამ წუთებში მოქალაქეები ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე არიან შეკრებილები და ადგილზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ.
100 ათასი კვადრატული ტერიტორიიდან ნაწილზე "ოცნების" გარემოცვის ბიზნესმენი მრავალსართულიანი კორპუსების აშენებას გეგმავს.
როგორც ადგილიდან "პირველების" კორესპოდენტი იუწყება, ახლა ექსპო-ჯორჯიაში იმ კომპანიის პრეზენტაცია მიმდინარეობს, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობას აპირებს.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, რომლებიც აქციის მონაწილეებს ექსპო-ჯორჯიაში მიმდინარე პრეზენტაციაზე შესვლის და კომპანიის მფლობელებთან შეხვედრის საშუალბას არ აძლევენ. პოლიციამ შესასვლელი რკინის ჯებირებით ჩახერგა.
მე აქ გავიზარდე და აქ უნდა დავბერდე და სადღაც ხომ უნდა გავიდე, გარეთ რომ გამოვიდა და რას მიშნებენ, კედლებს? არც ქოცი ვარ, არც ნაცი, ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ და სად წავიდე ?- ამბობს მოქალაქე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…