კოტე ჩოკორაია - როდესაც პარტიის წევრმა თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩაიდინა დანაშაული, უნდა დადგეს მისი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი, რატომ უნდა აგოს პასუხი პარტიამ? - ამ ვითარებაში საქართველოში ვერ ნახავთ პარტიას, რომელიც დასატოვებელი იქნება
კონსტიტუციონალისტ კოტე ჩოკორაიას განცხადებით, პარტიის წევრის მიერ დანაშაულის ჩადენის გამო პოლიტიკური პარტია არ უნდა აიკრძალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში დასატოვებელი პარტია აღარ დარჩება. მისი თქმით, დემოკრატიულ ქვეყნებში პარტიების აკრძალვის პრეცედენტები თითზე ჩამოსათვლელია.

ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას შეიძლება წლები დასჭირდეს, მითუმეტეს, როდესაც რამდენიმე პარტიის აკრძალვაზე არის ლაპარაკი , - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა კოტე ჩოკორაიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომებზე საუბრისას განაცხადა.
ჩოკორაიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენელმა მაღალი თანამდებობის პირმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, ასეთ დროს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს და პარტიამ არ უნდა აგოს პასუხი.
“პროცესუალურ დეტალებში არ შევალ, უბრალოდ, ჩემი დაკვირვება რაც არის, ამ პროცესში არცერთი შუამდგომლობა, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა წამოაყენეს, არ დაკმაყოფილებულა, მოსამართლეები ცდილობენ, გარკვეული საკითხები რაც შეიძლება სწრაფად განიხილონ.
თავად პროცესის შინაარსი არის ძალიან მნიშვნელოვანი. სასამართლო თავად უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ყველა ტიპის კითხვის ნიშანი, ყველა ტიპის პრობლემა, რომელიც შეიძლება ასეთი ტიპის საქმის განხილვას ახლდეს, მათ შორის, თავად როდესაც პლენუმს გადაეცა კოლეგიიდან საქმე, თვითონვე აღნიშნეს, რომ სამართლებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ საკითხებს სერიოზული განხილვა სჭირდება, მათ შორის, ექსპერტების მონაწილეობა, მათ შორის, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობა უნდა იყოს მნიშვნელოვანი. აქ კიდევ მეორე ნაწილია - არ შეიძლება ამ სარჩელის განხილვა მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში.
პარტიების აკრძალვას აქვს თავისი სტანდარტი. ყოფილა შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა ქვეყანას აუკრძალავს პოლიტიკური პარტია და, შესაბამისად, ეს ჩათვლილა, როგორც კონსტიტუციური პრინციპების დარღვევა. იყო შემთხვევები, როდესაც ევროპულმა სასამართლომ სწორად მიიჩნია პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხი.
ძირითადად, დემოკრატიულ სახელმწიფოებში არის გამონაკლისი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის და პრეცედენტები, რომელიც არსებობს, თითზე ჩამოსათვლელია. რა თქმა უნდა, არადემოკრატიულ სახელმწიფოებში ასეთი მაგალითი ბევრია.
ევროპული კონსტიტუციური სტანდარტები გამოყოფს რამდენიმე საკითხს, თუ როდის შეიძლება პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, როდესაც ამ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ არის მიმართული და ამასაც თავისი კრიტერიუმები გააჩნია, ან ძალადობისკენ არის მიმართული ეს პოლიტიკური პარტია.
ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ასევე პარტიის აკრძალვის თვალსაზრისით, როდესაც სადღაც რომელიმე პარტიის წევრმა, რომელიმე თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, ამ დროს უნდა დადგეს მისი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი, რატომ უნდა აგოს პოლიტიკურმა პარტიამ კონკრეტული პირის გამო? ამ ვითარებაში საქართველოში ვერ ნახავთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც დასატოვებელი იქნება იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლების პირობებში ყოფილა უამრავი მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც გასამართლებულა”, - განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.
ციტატები სტატიიდან
„პროცესუალურ დეტალებში არ შევალ, უბრალოდ, ჩემი დაკვირვება რაც არის, ამ პროცესში არცერთი შუამდგომლობა, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა წამოაყენეს, არ დაკმაყოფილებულა, მოსამართლეები ცდილობენ, გარკვეული საკითხები რაც შეიძლება სწრაფად განიხილონ. თავად პროცესის შინაარსი არის ძალიან მნიშვნელოვანი. სასამართლო თავად უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ყველა ტიპის კითხვის ნიშანი, ყველა ტიპის პრობლემა, რომელიც შეიძლება ასეთი ტიპის საქმის განხილვას ახლდეს, მათ შორის, თავად როდესაც პლენუმს გადაეცა კოლეგიიდან საქმე, თვითონვე აღნიშნეს, რომ სამართლებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ საკითხებს სერიოზული განხილვა სჭირდება, მათ შორის, ექსპერტების მონაწილეობა, მათ შორის, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობა უნდა იყოს მნიშვნელოვანი. აქ კიდევ მეორე ნაწილია - არ შეიძლება ამ სარჩელის განხილვა მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში. პარტიების აკრძალვას აქვს თავისი სტანდარტი. ყოფილა შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა ქვეყანას აუკრძალავს პოლიტიკური პარტია და, შესაბამისად, ეს ჩათვლილა, როგორც კონსტიტუციური პრინციპების დარღვევა. იყო შემთხვევები, როდესაც ევროპულმა სასამართლომ სწორად მიიჩნია პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხი. ძირითადად, დემოკრატიულ სახელმწიფოებში არის გამონაკლისი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის და პრეცედენტები, რომელიც არსებობს, თითზე ჩამოსათვლელია. რა თქმა უნდა, არადემოკრატიულ სახელმწიფოებში ასეთი მაგალითი ბევრია. ევროპული კონსტიტუციური სტანდარტები გამოყოფს რამდენიმე საკითხს, თუ როდის შეიძლება პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, როდესაც ამ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ არის მიმართული და ამასაც თავისი კრიტერიუმები გააჩნია, ან ძალადობისკენ არის მიმართული ეს პოლიტიკური პარტია. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ასევე პარტიის აკრძალვის თვალსაზრისით, როდესაც სადღაც რომელიმე პარტიის წევრმა, რომელიმე თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, ამ დროს უნდა დადგეს მისი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი, რატომ უნდა აგოს პოლიტიკურმა პარტიამ კონკრეტული პირის გამო? ამ ვითარებაში საქართველოში ვერ ნახავთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც დასატოვებელი იქნება იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლების პირობებში ყოფილა უამრავი მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც გასამართლებულა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…