პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ბათუმში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა, სადაც მხარეებმა „შუა დერეფნის“ როლსა და ორმხრივ პარტნიორობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა
იმედინიუსი

ბათუმში, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის დიალოგის მნიშვნელობას და ამ კონტექსტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის განხორციელებულ ვიზიტს ტაჯიკეთში. ყურადღება გამახვილდა „შუა დერეფნის“ როლსა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს 23 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბათუმში გაიმართება.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 5ნეიტრალური 1
  1. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა
  2. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
  4. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, რაშიდ მერედოვს შეხვდა
  5. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს შეხვდა
  6. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, რაშიდ მერედოვს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები