ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბათუმში თურქმენეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ რაშიდ მერედოვს შეხვდა, სადაც მხარეებმა „შუა დერეფნის“ განვითარებასა და სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს შეხვდაიმედინიუსი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბათუმში თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებას.

აღინიშნა „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში საქართველოსა და თურქმენეთის პარტნიორობის მნიშვნელობა.

თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს 23 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბათუმში გაიმართება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაკა ბოჭორიშვილმა ბათუმში უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს უმასპინძლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები