ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის

საქართველოს 7-კაცა ნაკრები 2027 წელს სტამბოლში გასამართ ევროპულ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას, სადაც 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადის საგზური გათამაშდება. გამარჯვებული ოლიმპიადაზე პირდაპირ მოხვდება, ვერცხლის მედალოსანი კი საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში იასპარეზებს.

7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვისსპორტალი

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები, 2027 წლის ივნისში (23-26) თურქეთის ქალაქ სტამბოლში გასამართ ევროპულ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას, სადაც 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საგზური გათამაშდება.

ევროპული თამაშები მეოთხედ იმართება და მასში რაგბი 7 მეორედ იქნება წარმოდგენილი. ევროპულ თამაშებზე სპორტის ამ სახეობის დებიუტი 2023 წელს შედგა და მაშინაც გათამაშდა ზაფხულის ოლიმპიური თამაშების (პარიზი 2024) საგზური, რომელიც კაცთა შორის ირლანდიამ, ხოლო ქალთა შორის დიდმა ბრიტანეთმა მოიგო.

მაშინ 7-კაცა ტურნირმა დიდი მოწონება დაიმსახურება და რაგბი ევროპა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტი შეთანხმდნენ, რომ ის კვლავ იქნებოდა წარმოდგენილი თამაშებზე, თანაც გაფართოებული პროგრამით. თუ 2023 წელს ევროპულ თამაშებზე კაცთა და ქალთა 12-12 გუნდი იყო წარმოდგენილი, გაისად, სტამბოლში, მათი რაოდენობა 16-16 იქნება.

მონაწილე ქვეყნებისთვის მთავარი ჯილდო 2028 წლის ლოს ანჯელესის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საგზური იქნება, რომელსაც გამარჯვებული გუნდები (კაცთა და ქალთა შორის) მიიღებენ. ვერცხლის მედალოსნები ლოს ანჯელისის საგზურისთვის საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში იბრძოლებენ, რომელსაც 2028 წლის ივნისში მსოფლიო რაგბი ჩაატარებს. რეგიონალური შესარჩევი ტურნირებიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული რომ რეპეშაჟში თამაშის უფლება ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანმაც მიიღოს.

მონაწილე გუნდები რაგბი ევროპის 7-კაცა ჩემპიონატისა და ალაფის შედეგების მიხედვით შეირჩა. სტამბულში ჩემპიონატის 12 მონაწილესთან ერთად, ალაფის ოთხი მოწინავე გუნდიც გაემგზავრება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო სერიის შედეგების მიხედვით, ოთხი მოწინავე გუნდი ოლიმპიური თამაშების საგზურს პირდაპირ იღებს და თუ მათ შორის, როგორც კაცთა, ასევე ქალთა გათამაშებაში ევროპული გუნდებიც მოხვდებიან, მაშინ ევროპულ თამაშებზე მოწინავე 16 გუნდს მიღმა მყოფი ქვეყნებიც მოხვდებიან. მსოფლიო სერიები ამა წლის ნოემბერში დაიწყება და გაისად მაისში დასრულდება.

ეს წესი განსაკუთრებით საინტერესო საქართველოს 7-ქალა ნაკრებისთვისაა, რადგან მოცემული მომენტისთვის ის რეიტინგში მე-17 ადგილს იკავებს და შესაბამისად, თუ რომელიმე ქალთა ევროპული ნაკრები მსოფლიო სერიას მოწინავე ოთხეულში დაასრულებს, მაშინ სტამბოლში ჩვენი 7-ქალაც გაემგზავრება.

ამ წუთისთვის კი მონაწილე გუნდები ასე გამოიყურებიან:

7 კაცა: საფრანგეთი, იტალია, ბელგია, გერმანია, პორტუგალია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, ჩეხეთი, უკრაინა, შვეიცარია, რუმინეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, თურქეთი, მონაკო.

სათადარიგო გუნდები: შვედეთი, ხორვატია

7 ქალა: პოლონეთი, საფრანგეთი, ირლანდია, ესპანეთი, ბელგია, გერმანია, პორტუგალია, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი, დანია, უკრაინა, იტალია, შვედეთი, თურქეთი, მოლდოვა, უნგრეთი.

სათადარიგო გუნდები: საქართველო, ნორვეგია

Rugby.ge

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუაწაიკითხე

უახლესი ამბები