პოლიტიკა · 22 ოქტომბერი, 18:54
“დაბრმავებული ვიყავი და ვერ ვამჩნევდი, რომ კობახიძე არის სათნო, სათუთი, სამართლიანი და თხემით ტერფამდე დემოკრატი” – ჯანგირაშვილი
ნინო ჯანგირაშვილი ირონიულად წერს, რომ ირაკლი კობახიძეს ვერ აფასებდა და სტატუსს „ალიბის სახით“ აქვეყნებს იმ შემთხვევისთვის, თუ მას კობახიძის კრიტიკის გამო საბოტაჟისა და სამშობლოს ღალატის მუხლით დაიჭერენ.

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
მე აქამდე დიფსთეითისგან ვიყავი დაბრმავებული და ვერ ვამჩნევდი, რომ ირაკლი კობახიძეს აქვს აბრეშუმივით თმა, ხავერდოვანი ხმა, დახვეწილი მანერები, არის სათნო, კეთილი და სათუთი, სამართლიანი და თხემით ტერფამდე დემოკრატი.
რავი, იყოს ეს სტატუსი აქ ალიბის პონტში, რამე რომ იყოს და კობახიძის კრიტიკის გამო საბოტაჟის და სამშობლოს ღალატის მუხლით თუ დამიჭერენ.
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…