ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფაშინიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს

ქართული ოცნება

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციის მისაღებად ვადამდელი არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს, თუ ოპოზიციის დარწმუნება ვერ მოხერხდა. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები სომხეთის შიდა საქმეა და აზერბაიჯანთან არ განიხილება.

ფაშინიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს
ფაშინიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავსნეტგაზეთი

სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ გამორიცხავს, რომ ახალი კონსტიტუციის მისაღებად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, თუკი პროცესის სხვა გზით წარმართვა ვერ მოხერხდება.

„უახლოეს მომავალში ჩვენ გამოვაქვეყნებთ ახალი კონსტიტუციის პროექტს, დავიწყებთ განხილვებს და პარლამენტს გადავუგზავნით. ასევე შევეცდებით ოპოზიციონერი კოლეგები დავარწმუნოთ, რომ ეს მეტად მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხია, ეს სომხეთის სახელმწიფოს მარადიულობის განსაზღვრისა და გადაწყვეტის საკითხია. შევეცდებით დავარწმუნოთ, არ გამოვა? მაშინ სხვა სცენარებით წავალთ, მათ შორის, შეგვიძლია ვადამდელი არჩევნებიც ჩავატაროთ. და ვინ თქვა, რომ მსგავსი სცენარი გამორიცხულია?“ – „არმენპრესის“ ცნობით, მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, ფაშინიანის თქმით, სომხეთის კონსტიტუციის საკითხი აზერბაიჯანთან არ განიხილება.

„ეს ჩვენი შიდაპოლიტიკური დღის წესრიგია. ასევე უნდა ვთქვა, რომ ამ თემაზე საუბარი ბიშკეკში ჩვენი შეხვედრის დროსაც გაიმართა. მე აზერბაიჯანულ მხარესაც ვუთხარი, რომ ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც აზერბაიჯანიდან გამუდმებით ისმის ჩვენს კონსტიტუციასთან დაკავშირებული საკითხები, რადგან ეს ჩვენი შიდაპოლიტიკური დღის წესრიგია. აზერბაიჯანული მხარის პოზიცია ასეთია: მათ განაცხადეს, რომ აღიარებენ, რომ კონსტიტუცია სომხეთის შიდა საქმეა და არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ქვეყნების შიდა ცხოვრებაში, უბრალოდ, რადგან სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხს განვიხილავთ, ისინი გვატყობინებენ, რომ მათ ასეთი პოლიტიკური პოზიცია აქვთ“, – თქვა ფაშინიანმა.

სომხეთში ახალი კონსტიტუციის მიღების საკითხი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის ერთ-ერთი სადავო თემაა. ბაქო სომხეთის კონსტიტუციასთან დაკავშირებულ საკითხს სამშვიდობო შეთანხმების კონტექსტში აყენებს. აზერბაიჯანული მხარის პოზიციით, სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია და კონსტიტუცია ტერიტორიულ პრეტენზიებს უკავშირდება, რასაც ერევანი უარყოფს. სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ კონსტიტუციის შეცვლა ქვეყნის შიდა საქმეა. ახალი კონსტიტუციის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება ფაშინიანს მანამდეც აქვს დაანონსებული.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უახლოეს მომავალში ჩვენ გამოვაქვეყნებთ ახალი კონსტიტუციის პროექტს, დავიწყებთ განხილვებს და პარლამენტს გადავუგზავნით. ასევე შევეცდებით ოპოზიციონერი კოლეგები დავარწმუნოთ, რომ ეს მეტად მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხია, ეს სომხეთის სახელმწიფოს მარადიულობის განსაზღვრისა და გადაწყვეტის საკითხია. შევეცდებით დავარწმუნოთ, არ გამოვა? მაშინ სხვა სცენარებით წავალთ, მათ შორის, შეგვიძლია ვადამდელი არჩევნებიც ჩავატაროთ. და ვინ თქვა, რომ მსგავსი სცენარი გამორიცხულია?“
„ეს ჩვენი შიდაპოლიტიკური დღის წესრიგია. ასევე უნდა ვთქვა, რომ ამ თემაზე საუბარი ბიშკეკში ჩვენი შეხვედრის დროსაც გაიმართა. მე აზერბაიჯანულ მხარესაც ვუთხარი, რომ ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც აზერბაიჯანიდან გამუდმებით ისმის ჩვენს კონსტიტუციასთან დაკავშირებული საკითხები, რადგან ეს ჩვენი შიდაპოლიტიკური დღის წესრიგია. აზერბაიჯანული მხარის პოზიცია ასეთია: მათ განაცხადეს, რომ აღიარებენ, რომ კონსტიტუცია სომხეთის შიდა საქმეა და არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ქვეყნების შიდა ცხოვრებაში, უბრალოდ, რადგან სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხს განვიხილავთ, ისინი გვატყობინებენ, რომ მათ ასეთი პოლიტიკური პოზიცია აქვთ“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ფაშინიანმა ბაქოს ტერიტორიების გაცვლა შესთავაზაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები