პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ შაბათს მხოლოდ პროფკავშირების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები იქნება დაშვებული

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, შაბათს მხოლოდ პროფკავშირების ორგანიზებული აქციები დაიშვება, სხვა დანარჩენი კი აიკრძალება. მან გასულ შაბათს მომხდარი მოვლენები შეაფასა როგორც ულტრამემარცხენე ჯგუფების ამბოხისკენ მიმართული ქმედებები, რომელთა მიზანი რესპუბლიკის დამხობა იყო.

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ შაბათს მხოლოდ პროფკავშირების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები იქნება დაშვებული
ინტერპრესნიუსი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, შაბათს მხოლოდ პროფკავშირების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები იქნება დაშვებული.

„პროფკავშირების მიერ ორგანიზებული ლეგიტიმური მანიფესტაციები კანონმდებლობის შესაბამისად განიხილება და მათი დაშვება უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით მოხდება. ნებისმიერი სხვა პროტესტი, რომელიც პროფკავშირების მიერ არ იქნება ორგანიზებული, აიკრძალება, ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქ ლიონში 24 ოქტომბერს დაგეგმილი ყველა საპროტესტო აქცია აიკრძალა.

ასევე, მაკრონის თქმით, გასულ შაბათს „ადგილი ჰქონდა ორგანიზებული ულტრამემარცხენე ჯგუფების პოლიტიკურ და ამბოხისკენ მიმართულ ქმედებებს, რომელთა მიზანიც რესპუბლიკის დამხობაა“.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვინც რესპუბლიკის დამხობა სცადა, კანონის წინაშე პასუხს აგებს - ემანუელ მაკრონიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები