პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკრონმა საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე ძალადობაში ულტრამემარცხენეები დაადანაშაულა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საპროტესტო აქციებისას მომხდარ ძალადობასა და ძარცვაში ულტრამემარცხენეები დაადანაშაულა და პასუხისმგებელი პირების დასჯის პირობა დადო.

მაკრონმა საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე ძალადობაში ულტრამემარცხენეები დაადანაშაულა
იმედინიუსი

ემანუელ მაკრონმა თანამოქალაქეებს მიმართა იმ ძალადობისა და ძარცვის ფონზე, რომლებშიც საპროტესტო აქციები გადაიზარდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა დემონსტრაციების დროს ჩადენილ სამართალდარღვევებში ულტრამემარცხენე პოლიტიკოსები დაადანაშაულა.

„შაბათს, 17 ოქტომბერს, ულტრამემარცხენე დაჯგუფებების ამბოხებულებმა, რომლებსაც მრავალი დამნაშავე შეუერთდა, ჩვენს ქალაქებში უკონტროლო ძალადობა მოაწყვეს. გაიძარცვა მაღაზიები, თავდასხმა განხორციელდა საზოგადოებრივ შენობებზე, სავაჭრო ობიექტებსა და მერიებზე. ზოგიერთი შენობა განადგურდა კიდეც. რამდენიმე ასეული პოლიციელი და ჟანდარმი დაშავდა“, - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მთავრობა აქციების დროს დაზარალებულ ბიზნესებს დაეხმარება. მან ასევე განაცხადა, რომ წესრიგის ყველა დამრღვევი პასუხისგებაში მიეცემა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაკრონმა მოსახლეობას მიმართა, მასშტაბური დემონსტრაციების ფონზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები