ომბუდსმენი პარტიების აკრძალვის საქმეში ისევ არ ჩართულა
სახალხო დამცველს პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ჯერ არ წარუდგენია. ომბუდსმენის პირველი მოადგილის, თამარ გვარამაძის თქმით, „ლელოს“ მომართვაზე შიდა განხილვები მიმდინარეობს და გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

სახალხო დამცველს ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი არ აქვს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება – ინფორმაციას ამის შესახებ “ნეტგაზეთი” ავრცელებს.
ომბუდსმენის პირველმა მოადგილემ, თამარ გვარამაძემ მედიას უთხრა:
„ჩვენთვის ცნობილია„ ლელოს“ წარმომადგენლის მომართვის შესახებ, ამაზე მიმდინარეობს შიდა განხილვები და თუ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს სახალხო დამცველი, აუცილებლად საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. დღეის მდგომარეობით, ასეთი გადაწყვეტილება არ არის“
19 ოქტომბერს პარტია „ლელომ“ ომბუდსმენს მოუწოდა, არ დარჩენილიყო პროცესის მიღმა და წარმოედგინა სამართლებრივი პოზიცია.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე “ქართული ოცნების” სარჩელის განხილვა დღეს, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე განახლდა. სასამართლო კვლავ შუამდგომლობების ეტაპზე რჩება.
საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ჩვენთვის ცნობილია„ ლელოს“ წარმომადგენლის მომართვის შესახებ, ამაზე მიმდინარეობს შიდა განხილვები და თუ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს სახალხო დამცველი, აუცილებლად საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. დღეის მდგომარეობით, ასეთი გადაწყვეტილება არ არის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…