ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ამბასადორი ბათუმი აილენდი" ქვიშა-ხრეშის ულიცენზიოდ მოპოვებისთვის ბიუჯეტში ₾730 ათასს გადაიხდის | განკარგულება

მთავრობის განკარგულებით, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ხელვაჩაურში ქვიშა-ხრეშის ულიცენზიოდ მოპოვებისთვის ბიუჯეტში 730 097 ლარს გადაიხდის. კომპანია რესურსს ბათუმში ხელოვნური ნახევარკუნძულის მოსაწყობად გამოიყენებს.

"ამბასადორი ბათუმი აილენდი" ქვიშა-ხრეშის ულიცენზიოდ მოპოვებისთვის ბიუჯეტში ₾730 ათასს გადაიხდის | განკარგულება
"ამბასადორი ბათუმი აილენდი" ქვიშა-ხრეშის ულიცენზიოდ მოპოვებისთვის ბიუჯეტში ₾730 ათასს გადაიხდის | განკარგულებაBM.GE

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 559 741 მ³-ის მოცულობის ქვიშა-ხრეშს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გარეშე მოიპოვებს. ამას ითვალისწინებს მთავრობის 2 461-ე განკარგულება, რომლითაც კომპანია ლიცენზიისგან 1 წლით გათავისუფლდა.

ჭარნალისა და თხილნარის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოპოვებული ქვიშა-ხრეში „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ ბათუმში, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური ნახევარკუნძულის მოსაწყობად უნდა გამოიყენოს. ამისთვის კი განკარგულების ამოქმედებიდან 1 თვის განმავლობაში ბიუჯეტში 730 097 ლარი უნდა გადაიხადოს.

დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ მოპოვებული რესურსის ზუსტი ოდენობის შესახებ ინფორმაცია, მოპოვების ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში, წიაღის ეროვნულ სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უნდა წარუდგინოს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
„ოცნების ქალაქში“ მშენებლობისთვის „ანაგი“ ქედაში 106 ათას კუბ/მ ხრეშს ულიცენზიოდ მოიპოვებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები