ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უნდა გავაანალიზოთ, რა გამოხატა საზოგადოებამ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაიგივოთ მშვიდობიანი პროტესტი ძარცვასა და არეულობასთან - მაკრონი

ემანუელ მაკრონის განცხადებით, ხელისუფლებამ პროტესტის მიზეზები უნდა გააანალიზოს და მშვიდობიანი დემონსტრაციები არეულობასთან არ უნდა გააიგივოს. ამასთან, ის მოძალადეებისა და მძარცველების მიმართ პროკურატურისგან მაქსიმალურ სიმკაცრეს და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

უნდა გავაანალიზოთ, რა გამოხატა საზოგადოებამ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაიგივოთ მშვიდობიანი პროტესტი ძარცვასა და არეულობასთან - მაკრონი
უნდა გავაანალიზოთ, რა გამოხატა საზოგადოებამ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაიგივოთ მშვიდობიანი პროტესტი ძარცვასა და არეულობასთან - მაკრონიBM.GE

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვალ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი შეხვედრას უხელმძღვანელებს, რომლის მიზანიც „იმ ადამიანების მხარდაჭერის მობილიზებაა, ვინც რთულ პერიოდს გადის“.

მაკრონის თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაანალიზოს პროტესტის მიზეზები, რადგან ასობით ათასი მოქალაქე ქუჩაში სამართლიანი მოთხოვნებით გამოვიდა.

„უნდა გავაანალიზოთ, თუ რა გამოხატა საზოგადოებამ. ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე გამოვიდა ქუჩაში სამართლიანი მოთხოვნებით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაიგივოთ დემონსტრაციები მათთან, ვინც ნივთებს ამსხვრევდა, არეულობას იწვევდა და ძარცვავდა“, - აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა გეოპოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ესმის მოსახლეობის სამართლიანი პრეტენზიები ცხოვრების ხარჯებსა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით.

„არსებობს სამართლიანი პრეტენზიები ცხოვრების ხარჯებსა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით. ამის მრავალი მიზეზი სპარსეთის ყურის ომს უკავშირდება; საფრანგეთი მასში არ მონაწილეობდა, თუმცა შედეგებს ჩვენ ვიმკით. ჩვენ ვიზიარებთ მათ შეშფოთებას. ეს შეშფოთება ევროპის ბევრ სხვა დედაქალაქშიც არსებობს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, მაკრონის თქმით, არეულობასა და ძალადობაზე გამოძიება „მაქსიმალური გულმოდგინებით“ ჩატარდება, ხოლო სამართლებრივი რეაგირება სამაგალითო იქნება.

„ჩვენ პროკურატურას მოვუწოდეთ, გამოიჩინოს მაქსიმალური სიმკაცრე. მათ, ვინც ნივთებს ამტვრევდნენ და ძარცვავდნენ, ზარალი უნდა აანაზღაურონ, ისინი პასუხს აგებენ თავიანთ ქმედებებზე“, — დასძინა ემანუელ მაკრონმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„იმ ადამიანების მხარდაჭერის მობილიზებაა, ვინც რთულ პერიოდს გადის“
ემანუელ მაკრონმა
„უნდა გავაანალიზოთ, თუ რა გამოხატა საზოგადოებამ. ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე გამოვიდა ქუჩაში სამართლიანი მოთხოვნებით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაიგივოთ დემონსტრაციები მათთან, ვინც ნივთებს ამსხვრევდა, არეულობას იწვევდა და ძარცვავდა“
მაკრონმა
„არსებობს სამართლიანი პრეტენზიები ცხოვრების ხარჯებსა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით. ამის მრავალი მიზეზი სპარსეთის ყურის ომს უკავშირდება; საფრანგეთი მასში არ მონაწილეობდა, თუმცა შედეგებს ჩვენ ვიმკით. ჩვენ ვიზიარებთ მათ შეშფოთებას. ეს შეშფოთება ევროპის ბევრ სხვა დედაქალაქშიც არსებობს“
„მაქსიმალური გულმოდგინებით“
მაკრონის
„ჩვენ პროკურატურას მოვუწოდეთ, გამოიჩინოს მაქსიმალური სიმკაცრე. მათ, ვინც ნივთებს ამტვრევდნენ და ძარცვავდნენ, ზარალი უნდა აანაზღაურონ, ისინი პასუხს აგებენ თავიანთ ქმედებებზე“
ემანუელ მაკრონმა
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაკრონმა მოსახლეობას მიმართა, მასშტაბური დემონსტრაციების ფონზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები