ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ლელო" საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, სტრასბურგს პარტიების აკრძალვის სტანდარტებზე დასკვნა სთხოვოს

საკონსტიტუციო სასამართლოლელო

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რათა ხუთი პარტიის აკრძალვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოსგან საკონსულტაციო დასკვნა მოითხოვოს. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ერთდროულად ხუთი ორგანიზაციის გაუქმების მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს.

"ლელო" საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, სტრასბურგს პარტიების აკრძალვის სტანდარტებზე დასკვნა სთხოვოს
"ლელო" საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, სტრასბურგს პარტიების აკრძალვის სტანდარტებზე დასკვნა სთხოვოსTV პირველი

"ვითხოვთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, მის წარმოებაში არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საქმის განხილვის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის საფუძველზე მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოითხოვოს საკონსულტაციო დასკვნა პოლიტიკურ პარტიათა აკრძალვის კონვენციურ სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ"- ამ შუამდგომლობის ავტორი "ლელო-ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი, გიორგი სიორიძეა.

პარტია თავის შუამდგომლობაში ასევე ითხოვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, მის წარმოებაში არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საქმის განხილვის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის საფუძველზე მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოითხოვოს საკონსულტაციო დასკვნა პოლიტიკურ პარტიათა აკრძალვის კონვენციურ სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ.

მათივე თმით, შუამდგომლობის მიზანია, პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის საკითხის გადაწყვეტამდე, განმარტებულ იქნეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული გაერთიანების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის პრინციპები, აგრეთვე ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც შეიძლება შეფასდეს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის აუცილებლობა და პროპორციულობა.

PS: პარტიის შუამდგომლობის მთავარ მიზანზე თავის სიტყვაში ისაუბრა ბადრი ჯაფარიძემაც: პოლიტიკოსის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს, რათა ამ უკანასკნელმა განსაზღვროს, რა სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სასამართლომ ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საკითხის განხილვისას.

აქ მთავარი მოტივატორი ამ შუამდგომლობისა არის ის, რომ მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს. ხუთი სრულიად დამოუკიდებელი ერთმანეთისგან პოლიტიკური ორგანიზაცია, ყოველ შემთხვევაში, „ლელო საქართველო“ შექმნილია 2019 წლის ბოლოს და არანაირი კავშირი არ აქვს სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებთან. ხუთი პოლიტიკური ორგანიზაციის ერთიანად გაუქმების მოთხოვნის პრეცედენტი არ არსებობს, არა მხოლოდ გაუქმების.

ამიტომ ევროპულ კონვენციასთან ამ მოთხოვნის შესაბამისობის სტანდარტი უნდა იყოს განსაზღვრული და ჩვენი შუამდგომლობის მთავარი მოტივატორი არის ის, რომ ამ სასამართლომ მიმართოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს, რათა ამ სასამართლომ განსაზღვროს, ხუთი პარტიის აკრძალვის საკითხზე რა სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სასამართლომ", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

შუამდგომლობა სრულად:

I. შუამდგომლობის საგანი

წინამდებარე შუამდგომლობით ვითხოვთ, საქართველოს საკონსტიტუციოსასამართლომ, მის წარმოებაში არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვისშესახებ საქმის განხილვის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა და ძირითადთავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 დამატებითი ოქმის პირველი მუხლისსაფუძველზე მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დამოითხოვოს საკონსულტაციო დასკვნა პოლიტიკურ პარტიათა აკრძალვის კონვენციურსტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ.

შუამდგომლობის მიზანია, პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის საკითხისგადაწყვეტამდე, განმარტებულ იქნეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითდაცული გაერთიანების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლებისა დადემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის პრინციპები, აგრეთვე ისკრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც შეიძლება შეფასდეს პოლიტიკური პარტიისაკრძალვის აუცილებლობა და პროპორციულობა.

II. სამართლებრივი საფუძველი

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-16 დამატებითი ოქმის პირველიმუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უმაღლესსასამართლოებს შეუძლიათ მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულსასამართლოს საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნით იმ პრინციპულ საკითხებზე, რომლებიც ეხება კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა დათავისუფლებების განმარტებას ან გამოყენებას.

ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, ასეთი მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდსასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის ფარგლებში; მოთხოვნა უნდა იყოსდასაბუთებული და უნდა შეიცავდეს შესაბამის სამართლებრივ და ფაქტობრივკონტექსტს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს მიერ დასახელებულიაიმ სასამართლოთა შორის, რომლებსაც აღნიშნული ოქმის საფუძველზესაკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნით მიმართვის უფლებამოსილება აქვთ.

შესაბამისად, წინამდებარე შუამდგომლობა ემსახურება სასამართლოსთვის იმპრინციპული კონვენციური საკითხების გამოკვეთას, რომელთა განმარტებასაცარსებითი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მის წარმოებაში არსებული საქმისგადასაწყვეტად.

III. საკონსულტაციო დასკვნის საჭიროების დასაბუთება

1. პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, როგორც დემოკრატიულ საზოგადოებაშიგანსაკუთრებული მნიშვნელობის ჩარევა

პოლიტიკური პარტიები დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისმნიშვნელოვანი ინსტიტუტებია. ისინი უზრუნველყოფენ პოლიტიკური შეხედულებებისორგანიზებულ გამოხატვას, მოქალაქეთა პოლიტიკური მონაწილეობისშესაძლებლობასა და ხელისუფლების ფორმირების პროცესში ალტერნატივებისარსებობას.

პოლიტიკური პარტიის აკრძალვა თავისი ბუნებით განსაკუთრებულად ინტენსიურიჩარევაა გაერთიანების თავისუფლებაში და შეიძლება გავლენას ახდენდეს გამოხატვისთავისუფლებასა და პოლიტიკურ პლურალიზმზეც.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლი იცავს გაერთიანებისთავისუფლებას, ხოლო მე-10 მუხლი — გამოხატვის თავისუფლებას. პოლიტიკურიპარტიების საქმიანობის კონტექსტში აღნიშნული უფლებები უნდა განიმარტოსდემოკრატიული საზოგადოების, პოლიტიკური პლურალიზმისა და უფლებების დაცვისსაერთო მიზნების გათვალისწინებით.

ამიტომ მნიშვნელოვანია, სტრასბურგის სასამართლომ განმარტოს, რაკრიტერიუმებით უნდა შეფასდეს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის აუცილებლობადემოკრატიულ საზოგადოებაში და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდესსახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი დასაბუთება.

2. პოლიტიკური პარტიის აკრძალვისთვის საჭირო მტკიცებულებითი დასამართლებრივი სტანდარტი

პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საკითხის გადაწყვეტა უნდა ეფუძნებოდესკონკრეტულ, ინდივიდუალიზებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სათანადოსამართლებრივ შეფასებას.

აუცილებელია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, პოლიტიკური პარტიის მიზნებიდა საქმიანობა და, მეორე მხრივ, ცალკეული განცხადებები, პოლიტიკური პოზიციები ანისეთი ფაქტები, რომელთა კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირება შესაბამისდასაბუთებას მოითხოვს.

საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნა მიზანშეწონილია იმის გასარკვევად, თუ რახარისხის მტკიცებულებები და რა სახის დასაბუთება შეიძლება იყოს საკმარისიპოლიტიკური პარტიის აკრძალვის ისეთი უკიდურესი ღონისძიების გასამართლებლად, რომელიც ზღუდავს კონვენციით დაცულ პოლიტიკურ და გაერთიანებისთავისუფლებებს.

3. აუცილებლობისა და პროპორციულობის შეფასება

პოლიტიკური პარტიის აკრძალვისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩარევისკანონიერ მიზანს, მისი განხორციელების აუცილებლობასა და პროპორციულობას.

სასამართლოს მიერ შესაფასებელია, არსებობს თუ არა შესაბამისი და საკმარისისაფუძვლები ასეთი მკაცრი ღონისძიებისთვის; რამდენად არის დადასტურებულირეალური საფრთხე; და შესაძლებელია თუ არა ლეგიტიმური მიზნის მიღწევაუფლებებში ნაკლებად ინტენსიური ჩარევით.

ამ კონტექსტში სტრასბურგის სასამართლოს განმარტება დაეხმარება საქართველოსსაკონსტიტუციო სასამართლოს, ერთმანეთისგან გამიჯნოს პოლიტიკურიშეხედულებებისა და საქმიანობის შეზღუდვის დაუშვებელი შემთხვევები და ისგამონაკლისები, რომლებშიც პარტიის აკრძალვა კონვენციით დაცულ უფლებებთანთავსებადად შეიძლება ჩაითვალოს.

4. პოლიტიკური პლურალიზმი და კონვენციის მე-11 მუხლით დაცული გარანტიები

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ დავა მოითხოვს კონვენციის მე-11 მუხლისიმ სტანდარტების განმარტებას, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება პოლიტიკურიგაერთიანებების ფუნქციონირებას, პოლიტიკური პლურალიზმის დაცვასა დადემოკრატიული საზოგადოების არსებობას.

ამასთან, საკითხი უნდა შეფასდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსშესაბამისი პრაქტიკის გათვალისწინებით, მათ შორის იმ საქმეების კონტექსტში, რომლებშიც განხილულია პოლიტიკური პარტიის დაშლის ან აკრძალვის შესაბამისობაკონვენციასთან.

საკონსულტაციო დასკვნა ხელს შეუწყობს კონვენციური სტანდარტების ზუსტგანსაზღვრასა და მათ თანმიმდევრულ გამოყენებას ეროვნულ დონეზე.

IV. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის წარსადგენი კითხვები

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვითხოვთ, საქართველოს საკონსტიტუციოსასამართლომ განიხილოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვისშემდეგი პრინციპული კითხვებით მიმართვის საკითხი:

კითხვა №1: რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს პოლიტიკური პარტიის აკრძალვისაუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში კონვენციის მე-11 მუხლისსაფუძველზე, მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებასთან ერთობლიობაში?

კითხვა №2: რა მტკიცებულებითი და დასაბუთების სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოსმოსარჩელემ, როდესაც იგი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ითხოვს, და რამოთხოვნები ვრცელდება პარტიისთვის კონკრეტული განცხადებების, მოქმედებებისადა მიზნების მიკუთვნებაზე?

კითხვა №3: რა გარემოებები უნდა გაითვალისწინოს ეროვნულმა სასამართლომ იმისშესაფასებლად, წარმოადგენს თუ არა პოლიტიკური პარტიის აკრძალვაპროპორციულ ღონისძიებას და არსებობს თუ არა იმავე ლეგიტიმური მიზნის მიღწევისნაკლებად შემზღუდველი საშუალებები?

კითხვა №4: რა მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შეფასებისასპარტიის მოქმედ მიზნებსა და საქმიანობას, მის პოლიტიკურ განცხადებებსა დარეალურ ქმედებებს შორის განსხვავებას, აგრეთვე იმ გარემოებას, არსებობს თუ არაპარტიის მხრიდან დემოკრატიული წესრიგისთვის რეალური და სათანადოდდასაბუთებული საფრთხე?

კითხვა №5: კონვენციით გათვალისწინებულ რა სტანდარტებს უნდააკმაყოფილებდეს სხვადასხვა პარტიების აკრძალვის ერთობლივი პროცედურულისამართალწარმოება?"- წერია შუამდგომლობაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვითხოვთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, მის წარმოებაში არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საქმის განხილვის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის საფუძველზე მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოითხოვოს საკონსულტაციო დასკვნა პოლიტიკურ პარტიათა აკრძალვის კონვენციურ სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ“
გიორგი სიორიძე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლელო - ძლიერი საქართველო საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის პროცესზე მივაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები