ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ის მტკიცებულებები, რომელიც მოყვანილია ჩვენს სარჩელში, ფაქტობრივად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ემყარება - გიორგი კახიანი

საკონსტიტუციო სასამართლოლელოსაქართველოს პარლამენტი

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ შუამდგომლობა სტრასბურგისთვის მიმართვაზე. პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი კახიანის თქმით, სარჩელი ისედაც სტრასბურგის პრაქტიკას ემყარება და ევროპული სასამართლო ახალს ვერაფერს იტყვის.

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა "ლელო - ძლიერი საქართველოს" შუამდგომლობა სტრასბურგის სასამართლოსთვის საკონსულტაციო დასკვნისთვის მიმართვასთან დაკავშირებით.

სასამართლო დარბაზში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ ყველა ის მტკიცებულება, რომელიც მოყვანილია სარჩელში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ემყარება, ამიტომ კახიანის შეფასებით სტრასბურგის სასამართლო ახალს ვერაფერს იტყვის:

"ბატონი ირაკლი [კუპრაძე] რომ არ გამოსულიყო, ამას სრულიად გულწრფელად ვიძახი, ალბათ თქვენივე შუამდგომლობისთვის აჯობებდა.

ფაქტობრივად პოზიცია არის ის, რომ - აი მოდით ჩვენ არ ვენდობით სასამართლოს და მოდით სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრება გავიგოთ. ამაზე მე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ის მტკიცებულებები, რომელიც მოყვანილი არის ჩვენს სარჩელში, ფაქტობრივად ყველა ემყარება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ანუ ახალი რა უნდა ვიკითხოთ? სასამართლოსაც დიდი კომპეტენცია აქვს, რომ შესაბამისი შეფასებები გააკეთოს. ასე რომ, ჩვენ ამ შუამდგომლობას საერთოდ არ ვეთანხმებით და ამის საჭიროებას ვერანაირად ვერ ვხედავთ,"- აცხადებს გიორგი კახიანი.

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა გრძელდება. სხდომაზე საკუთარი პოზიციები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო უარს ამბობს პარტიების აკრძალვის სარჩელი სტრასბურგში გაიგზავნოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები