ევა გოცირიძე: თუ ოპოზიციურ პარტიებს წარმოდგენა აქვთ, რომ სტრასბურგის სასამართლო მეცნიერულ გამოკვლევას დაგვიწერს, ეს მცდარი წარმოდგენაა
საკონსტიტუციო სასამართლომ 5 პარტიის აკრძალვის სარჩელზე „ლელოს“ შუამდგომლობა სტრასბურგში გადაგზავნაზე არ დააკმაყოფილა. მოსამართლე ევა გოცირიძის განცხადებით, წარმოდგენა, თითქოს სტრასბურგი მეცნიერულ გამოკვლევას დაწერს, მცდარია.
უკვე ექვსი საათია საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.
არ დაკმაყოფილდა "ლელოს" შუამდგომლობა, ხუთი პარტიის აკრძალვაზე სარჩელის საკონსულტაციო დასკვნისთვის სტრასბურგში გაგზავნასთან დაკავშირებით, მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ, გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.
მისი განცხადებით, შუამდგომლობა დაუსაბუთებელია. მოპასუხე მხარის მოტივი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ უნდობლობაა, კრიტერიუმები კი რომლითაც სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს უკვე დადგენილია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, ევა გოცირიძის განცხადებით, თუ ოპოზიციური პარტიები ფიქრობენ, რომ სტრასბურგის სასამართლო მეცნიერულ გამოკვლევას დაწერს, ეს მცდარი წარმოდგენაა.
"კონვენციის მე-16 ოქმით, საკონსულტაციო დასკვნით მიმართვის უფლება, ცხადია გათვალისწინებული არის. თუ ასე გვაქვს წარმოდგენილი, რომ ჩვენ ნებისმიერ საკითხს, ზოგადად და თეორიულად დავაყენებთ და სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა აქ, მეცნიერულ გამოკვლევას დაგვიწერს და მოგვცემს სახელმძღვანელო მითითებებს, ამ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით და პროპორციულობასთან დაკავშირებით, თუ სხვა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, ეს მცდარი წარმოდგენაა. მხოლოდ ისეთი საკითხების დაყენება შეიძლება, რაზედაც სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში "ქეის ლოუ" ვეძახით, არ არსებობს ცხადი პასუხი." - აცხადებს ევა გოცირიძე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…