“ჯორბენაძის გარდაცვალება, ხდება იმ დროს, როდესაც ღარიბაშვილი ზის ციხეში” – ადვოკატი
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი უარყოფს ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის დაკავებასთან მისი დაცვის ქვეშ მყოფის კავშირს და აცხადებს, რომ ჯორბენაძის გარდაცვალებისას ღარიბაშვილი ციხეში იმყოფებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, ლილი გელაშვილი გამორიცხავს, რომ ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის დაკავება მისი დაცვის ქვეშ მყოფთან რაიმე ფორმით კავშირშია.
გარდა იმისა, როცა პირველად ეს წერილი გამოქვეყნდა, და დაკითხეს მე მგონი, ნახევარი საქართველო, ვისაც პოსტი ეწერა, სხვა გამოკითხვა არ ყოფილა, და ამ გამოკითხვის აზრს ვერ ვხედავ. ისევ და ისევ ვამბობთ ერთ კონკრეტულ წინადადებას, რაც ადვილად გადასამოწმებელია, თქვენ თუ იმ ფაქტზე ამახვილებთ ყურადღებას, რაც მაშინ გამოიკითხა, გადაამოწმეთ – წერილი და თუნდაც ჯორბენაძის გარდაცვალება, ხდება იმ დროს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი ზის ციხეში. შესაბამისად, მას ამ საქმესთან ვერანაირი შემხებლობა ვერ ექნებოდა, – ამბობს ლილი გელაშვილი.
სამშობლოს ღალატის, საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე დააკავეს.
საგამოძიებო უწყება ჩუბინიძეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვაზრთან მდებარე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავება.
პროკურატურაში თქვეს, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს”. მას 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
ამის შემდეგ “ოცნებაში“ გაკეთდა განცხადებები, სადაც ითქვა, რომ დიტო ჩუბინიძის და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, დავით გარეჯთან დაკავშირებით, თანხვედრაში იყო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…