ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“რომელიმე მათგანი მოსამართლეთაგან დასახელებულ პირთა მეათასედ რანგს მაინც თუ წაეთამაშება?”– ლევან ლორთქიფანიძე

საკონსტიტუციო სასამართლო

პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეები სათანადო ინტელექტუალურ და რეპუტაციულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ, თავად უწყების შენობა და დარბაზი კი სახელმწიფოსადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს.

“რომელიმე მათგანი მოსამართლეთაგან დასახელებულ პირთა მეათასედ რანგს მაინც თუ წაეთამაშება?”– ლევან ლორთქიფანიძე
“რომელიმე მათგანი მოსამართლეთაგან დასახელებულ პირთა მეათასედ რანგს მაინც თუ წაეთამაშება?”– ლევან ლორთქიფანიძეალია

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის წარმოდგენაში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები უნდა იყვნენ თამაზ გამყრელიძის, ვერა ბარდაველიძის, ვიქტორ კუპრაძის, მზექალა შანიძის ტიპის, სოციალური ჰაბიტუსის მქონე ადამიანები.

ანუ ისინი უნდა იყვნენ ულტრაინტელექტუალები, დახვეწილი ადამიანები, დარგშიც და მის მიღმაც განსაკუთრებული რეპუტაციის მქონე პირები… რომელიმე მათგანი დასახელებულ პირთა მეათასედ რანგს მაინც თუ წაეთამაშება?

საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაც ხომ რაღაცას უნდა ჰგავდეს!!!! უბადრუკი ნაგებობა, რომელიც კაზინოებისა და იაფფასიანი, ბრჭყვიალა სასტუმროების გარემოცვაშია მომწყვდეული, უკანა ეზო კი სავსეა მაკდონალდსის ნაგვით, ბიგ ტეხას ბურგერის ნარჩენებით… (ზაფხულში ასე იყო) რას ჰგავს სასამართლოს დარბაზი? ან ზომით, ან ფორმით? ნამყოფი ვარ ზუსტად მაგ სტილში მოწყობილ სასადილოში, მაღალი მაგიდებით, ფეხზე მდგომი სტუმრებით, ლუდით და ბარაბულკით…

კარლსრუეში, გფრ-ის საკონსტუტუციოს უბრალოზე უბრალო დარბაზში დაკიდებული არწივის ბარელიეფი ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია… ამათი ჩამოკიდებული საქართველოს გერბი კი ხვალვე შემიძლია ამოვაპრინტერებინო…

როგორ არავის უყვარს ეს ქვეყანა, მისი სახელმწიფოებრიობა, ამ სახელმწიფოებრიობის ნიშნები, სიმბოლოები! როგორ არავის აქვს სახელმწიფოს შეგრძნება! შეგრძნება კი არა წერაქვით ანგრევენ დემოკრატიის რუინებსაც კი…

P.S. მთელი დღეა ფონად მაქვს სხდომა ჩართული და იმის შედეგია, თორემ ვისაც გინდათ, როცა გინდათ შემიძლია ჩაგიტაროთ ლექცია გერმანიაში პარტიების აკრძალვის ფენომენზე, შედარებითი ევროპული პერსპექტივიდან (მაქსიმუმ 5 საათიანი, მეტს ვერ გავქაჩავ ამ კონკრეტულ თემაზე)

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნულ პროცესს არაფერი აქვს საერთო სამართალთან” – ლორთქიფანიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები