(ვიდეო) – “ე.წ. მეტეხის საავტომობილო გვირაბში ყოველდღიურად უფრო და უფრო იმატებს ჭერიდან წყლის დენა” – ნიკა ჩერქეზიშვილი
თბილისის საკრებულოს დეპუტატ ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, მეტეხის საავტომობილო გვირაბში ჭერიდან წყლის დენა ყოველდღიურად იმატებს. მან თბილისის მერიას ოფიციალურად მიმართა და გვირაბის ტექნიკური შემოწმების შედეგებისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.
თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ნიკა ჩერქეზიშვილი:
ე.წ. მეტეხის საავტომობილო გვირაბი – ყოველდღიურად უფრო და უფრო იმატებს ჭერიდან წყლის დენა.
როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა, ოფიციალურად მივმართე თბილისის მერიას და მოვითხოვე შემდეგი ინფორმაცია:
1. ბოლოს როდის ჩატარდა გვირაბის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება.
2. რა შედეგებია ასახული ბოლო დასკვნაში, გამოვლენილია თუ არა რაიმე სახის დაზიანება.
3. შესწავლილია თუ არა გვირაბის ჭერიდან წყლის ჟონვის მიზეზი, დადგენილია თუ არა წყარო.
4. რა ღონისძიებები გატარდა ან იგეგმება პრობლემის მოსაგვარებლად.
5. შეფასებულია თუ არა არსებული მდგომარეობის გავლენა გვირაბის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე.
6. არის თუ არა დაგეგმილი გვირაბის დამატებითი ტექნიკური შემოწმება.
“>
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…