წინ გველოდება ახსნა-განმარტების ეტაპი, შეკითხვების ეტაპი და მტკიცებულებათა კვლევის ეტაპი, თუ რაიმე ბუნდოვანება არის მოპასუხე მხარისთვის, ალბათ ეს ყველაფერი გაირკვევა - რევაზ ნადარაია
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 5 პოლიტიკური ძალის აკრძალვის საქმეზე ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას განცხადებით, წინ ახსნა-განმარტების, შეკითხვებისა და მტკიცებულებათა კვლევის ეტაპებია, სადაც არსებული ბუნდოვანება გაირკვევა.

5 პოლიტიკური ძალის აკრძალვის საკითხზე, არსებითი განხილვის პირველ სხდომაზე, მთელი პროცესი ოპოზიციის შუამდგომლობების განხილვას დაეთმო. მოსამართლეთა პლენუმმა არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ შუამდგომლობების დაუკმაყოფილებლობაზე განმარტება გააკეთა.
რევაზ ნადარაიამ მომდევნო დღეების გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, წინ არის ახსნა-განმარტების ეტაპი, შეკითხვების ეტაპი და მტკიცებულებათა კვლევის ეტაპი, სადაც თუ რაიმე ბუნდოვანება იქნება მოპასუხე მხარისთვის, ყველაფერი გაირკვევა:
"საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ადგილზე თათბირით ადგენს, ამ შემთხვევაში გავაერთიანებ და მოპასუხე მხარეთა შუამდგომლობას საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 4 აგვისტოს დასკვნის და საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 3 სექტემბრის დადგენილების საქმიდან ამორიცხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მხარეებმა ბევრი ილაპარაკეს და აპელირება გააკეთეს იმასთან დაკავშირებით, რომ 2025 წლის 3 სექტემბრის დადგენილება გასაჩივრებული იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლის თაობაზეც სადაო იყო მისი კონსტიტუციურობის საკითხი, თუმცა აღნიშნული განჩინებით, აღნიშნული სარჩელი წარმოებაში არ მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ და განჩინებით ეთქვა უარი მხარეს.
ამავდროულად, გარემოებები, რაზეც მოპასუხე მხარე უთითებს, რომელიც ეხებოდა პროცედურულ საკითხებს, რაზეც ის აფუძნებდა და რითაც ასაბუთებდა
თავის შუამდგომლობას, ძირითადად იდენტური დასაბუთება ჰქონდა ამ საკონსტიტუციო სარჩელს, რაზეც არის მითითება.
ასე რომ, ამ საკითხებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე ნამსჯელი არის და აღნიშნული საკითხის განხილვაში საკონსტიტუციო სასამართლოს შესვლის პრეროგატივა არ გააჩნია.
ამავდროულად მინდა დავამატო შემდეგი საკითხები: დოკუმენტი, რომლის უკანონობა დადასტურებული არ არის, ის შესაბამისად ვალიდურია, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლო, დასკვნას, რაც სარჩელს თან ერთვის და წარმოდგენილია - ვერავინ იტყვის, რომ უპირობოდ ეთანხმება და გაიზიარებს.
არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ეს მოხდება მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენით და მტკიცებულებათა შეფასების შემდეგ. თუ რას გაიზიარებს საკონსტიტუციო სასამართლო, ამას შემდგომში ვნახავთ და ამ მოტივით, ეს შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება ალტერნატივას - თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს აღნიშნულ შუამდგომლობას და დარჩება საქმეში, მითითება არის იმაზე, რომ მოსარჩელე მხარემ, დასკვნაში რა მტკიცებულებებიც არის, ის წარმოადგინოს. ვერცერთ მხარეს, თუ რა ფორმით წარმოადგენს და რა კუთხით გამოიკვლევს, ახსნა-განმარტების ეტაპზე იქნება ეს თუ მტკიცებულებების ეტაპზე, ამას სასამართლო ვერ დაავალდებულებს. მხარის მტკიცების ტვირთი არის მისი პოზიციის დადასტურება. რა ფორმით წარმოადგენს მტკიცებულებებს, ამას თავად მხარე გადაწყვეტს.
ის, რომ ზოგადად დასკვნაში მითითებული ყველა მტკიცებულება წარმოვადგინოთ სასამართლოში, ფიზიკურად არაგონივრულიც კი არის. აქედან გამომდინარე, ეს შუამდგომლობაც ვერ დაკმაყოფილდება.
ის, რომ მხარემ მიგვითითოს თუ ვის რა მიემართება, კონსტიტუციურ სარჩელში საკმაოდ მწყობრად არის ჩამოყალიბებული. ასევე არსებობს ახსნა-განმარტების ეტაპი. შემდგომ კი იარსებებს შეკითხვების ეტაპი, სადაც თუ რაიმე ბუნდოვანი იქნება მეორე მხარისთვის, დაზუსტდება ვის რა მიემართება. სასამართლოს მხრიდან მითითება, თუ რა ფორმით უნდა წარმოადგინონ სარჩელი, ეს წარმოუდგენელია. წინ გველოდება ახსნა-განმარტების ეტაპი, შეკითხვების ეტაპი და მტკიცებულებათა კვლევის ეტაპი. თუ რაიმე ბუნდოვანება არის მოპასუხე მხარისთვის, ალბათ ეს ყველაფერი გაირკვევა. აქედან გამომდინარე, ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება", - აცხადებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია.
ციტატები სტატიიდან
„საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ადგილზე თათბირით ადგენს, ამ შემთხვევაში გავაერთიანებ და მოპასუხე მხარეთა შუამდგომლობას საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 4 აგვისტოს დასკვნის და საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 3 სექტემბრის დადგენილების საქმიდან ამორიცხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მხარეებმა ბევრი ილაპარაკეს და აპელირება გააკეთეს იმასთან დაკავშირებით, რომ 2025 წლის 3 სექტემბრის დადგენილება გასაჩივრებული იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლის თაობაზეც სადაო იყო მისი კონსტიტუციურობის საკითხი, თუმცა აღნიშნული განჩინებით, აღნიშნული სარჩელი წარმოებაში არ მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ და განჩინებით ეთქვა უარი მხარეს. ამავდროულად, გარემოებები, რაზეც მოპასუხე მხარე უთითებს, რომელიც ეხებოდა პროცედურულ საკითხებს, რაზეც ის აფუძნებდა და რითაც ასაბუთებდა თავის შუამდგომლობას, ძირითადად იდენტური დასაბუთება ჰქონდა ამ საკონსტიტუციო სარჩელს, რაზეც არის მითითება. ასე რომ, ამ საკითხებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე ნამსჯელი არის და აღნიშნული საკითხის განხილვაში საკონსტიტუციო სასამართლოს შესვლის პრეროგატივა არ გააჩნია. ამავდროულად მინდა დავამატო შემდეგი საკითხები: დოკუმენტი, რომლის უკანონობა დადასტურებული არ არის, ის შესაბამისად ვალიდურია, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლო, დასკვნას, რაც სარჩელს თან ერთვის და წარმოდგენილია - ვერავინ იტყვის, რომ უპირობოდ ეთანხმება და გაიზიარებს. არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ეს მოხდება მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენით და მტკიცებულებათა შეფასების შემდეგ. თუ რას გაიზიარებს საკონსტიტუციო სასამართლო, ამას შემდგომში ვნახავთ და ამ მოტივით, ეს შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება ალტერნატივას - თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს აღნიშნულ შუამდგომლობას და დარჩება საქმეში, მითითება არის იმაზე, რომ მოსარჩელე მხარემ, დასკვნაში რა მტკიცებულებებიც არის, ის წარმოადგინოს. ვერცერთ მხარეს, თუ რა ფორმით წარმოადგენს და რა კუთხით გამოიკვლევს, ახსნა-განმარტების ეტაპზე იქნება ეს თუ მტკიცებულებების ეტაპზე, ამას სასამართლო ვერ დაავალდებულებს. მხარის მტკიცების ტვირთი არის მისი პოზიციის დადასტურება. რა ფორმით წარმოადგენს მტკიცებულებებს, ამას თავად მხარე გადაწყვეტს. ის, რომ ზოგადად დასკვნაში მითითებული ყველა მტკიცებულება წარმოვადგინოთ სასამართლოში, ფიზიკურად არაგონივრულიც კი არის. აქედან გამომდინარე, ეს შუამდგომლობაც ვერ დაკმაყოფილდება. ის, რომ მხარემ მიგვითითოს თუ ვის რა მიემართება, კონსტიტუციურ სარჩელში საკმაოდ მწყობრად არის ჩამოყალიბებული. ასევე არსებობს ახსნა-განმარტების ეტაპი. შემდგომ კი იარსებებს შეკითხვების ეტაპი, სადაც თუ რაიმე ბუნდოვანი იქნება მეორე მხარისთვის, დაზუსტდება ვის რა მიემართება. სასამართლოს მხრიდან მითითება, თუ რა ფორმით უნდა წარმოადგინონ სარჩელი, ეს წარმოუდგენელია. წინ გველოდება ახსნა-განმარტების ეტაპი, შეკითხვების ეტაპი და მტკიცებულებათა კვლევის ეტაპი. თუ რაიმე ბუნდოვანება არის მოპასუხე მხარისთვის, ალბათ ეს ყველაფერი გაირკვევა. აქედან გამომდინარე, ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.