ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აგვისტოს ომთან დაკავშირებული რა შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სასამართლომ

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტიქართული ოცნებანაციონალური მოძრაობალელოფედერალისტებიგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნიკა გვარამიას შუამდგომლობები, რომლითაც ის ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე 2008 წლის ომთან დაკავშირებით საერთაშორისო ინსტანციებში სახელმწიფოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტების გამოთხოვას ითხოვდა.

აგვისტოს ომთან დაკავშირებული რა შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სასამართლომ
აგვისტოს ომთან დაკავშირებული რა შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სასამართლომბათუმელები

დღეს, 22 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ დააყენა შუამდგომლობები, რომლითაც მოითხოვა რიგი დოკუმენტების გამოთხოვნა და ასევე მოწმეების დაბარება და დაკითხვა საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან.

მათ შორის, ნიკა გვარამიამ სასამართლოს სთხოვა საქართველოს მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორისთვის 2008–2022 წლებში გადაცემული მასალების ნუსხისა და 2008 წლის ომის დაწყების გარემოებებზე სახელმწიფოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტების გამოთხოვა.

მისვე განმარტებით, გასარკვევია, რა ფაქტობრივ ვერსიას აწვდიდა სახელმწიფო პროკურორს, ომის დაწყების გარემოებების გამოკვლევისთვის. ნიკა გვარამიამ სხდომაზე განმარტა, რომ „სახელმწიფოსა და პროკურორის კორესპონდენცია ამასთან დაკავშირებით საჯარო არ არის“. ასევე, გასარკვევია გარემოება, რა ფაქტობრივ ვერსიას იცავდა საქართველოს სახელმწიფო 2012–2024 წლებში სტრასბურგში, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის დროზე და 7 აგვისტოს წინა დღეების ცეცხლზე.

მისივე თქმით, თუ ეს ვერსია დასკვნის [ე.წ. წულუკიანის დასკვნა, რომელიც თან ახლავს სარჩელს, რომელიც ოპოზიციური პარტიების გაუქმებას ითვალისწინებს] ვერსიას ეწინააღმდეგება, სასამართლოს წინაშე ერთი და იმავე სახელმწიფოს ორი შეუთავსებელი პოზიცია დგას და დასკვნის ვერსია დადგენილად ვერ ჩაითვლება.

ნიკა გვარამიას თქმით, ეს დასკვნები ერთმანეთს უნდა შევადაროთ იმიტომ, რომ მკაფიოა განსხვავებები.

„ეს [რაც ახლავს სარჩელს] პირდაპირ რელევანტურია იმასთან, რომ ომის დაწყების მაპროვოცირებელი იყო ქართული მხარე, ამიტომ ჩვენ გვაინტერესებს სახელმწიფო ერთს ამბობს და კომისია სხვას თუ ეს ასე არ არის. ჩვენ ვარკვევთ, ეს არის სახელმწიფოს პოზიცია თუ ერთპარტიული პოზიცია. მე მაინტერესებს, რას ემყარებოდა სახელმწიფო აგენტი იმ შემთხვევაში და სახელმწიფოს ამჟამინდელი პოზიცია. ახლა ეს თუ დადასტურდა რასაც ესენი წერენ, წავაგებთ ყველგან ყველაფერს“ – თქვა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია ითხოვს ინფორმაციას, გამოყენებულია თუ არა კომისიის დასკვნა ან მისი ნაწილი სახელმწიფოს პოზიციის სახით რომელიმე საერთაშორისო სამართალწარმოებაში ან საერთაშორისო ორგანიზაციის წინაშე და გასარკვევია, საერთაშორისო ფორუმებზე რა პოზიციას იცავს სახელმწიფო.

მისი თქმით, ეს ინფორმაცია მხოლოდ სახელმწიფოს წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელ ორგანოს აქვს და მას მოპასუხე მხარე ვერ მოიპოვებს.

ნიკა გვარამია შუამდგომლობის სახით ითხოვდა ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე საქართველოს დელეგაციის პოზიციის ამსახველ დოკუმენტებს ძალის გამოუყენებლობის საკითხზე 2012–2026 წლებში, იმ ნაწილში, რომელიც 2008 წლის ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობას ეხება.

შუამდგომლობების ჩამონათვალშია ასევე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის 2012–2025 წლების საბიუჯეტო დაფინანსების მონაცემები წლების მიხედვით და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა დანიშვნის აქტები, მათ შორის თამაზ ბესტაევის დანიშვნის შესახებ.

ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ გასარკვევია და დასაზუსტებელი სახელმწიფოს მიმართება ამ საკითხთან და ზუსტი დეტალები. მისი თქმით, თუ დროებით ადმინისტრაციულ ერთეულს 2012 წლის შემდგომი მთავრობები 13 წელი ინარჩუნებდნენ, აფინანსებდნენ და ხელმძღვანელებს უნიშნავდნენ, მისი შექმნა „ღალატად“ თავად სახელმწიფოს არ შეუფასებია და ეს მხოლოდ წულუკიანის კომისიის პოზიციაა.

ნიკა გვარამიას შუამდგომლობას სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.

21-23 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქართველოს პარლამენტის 88 წევრის საკონსტიტუციო სარჩელს, რომელსაც ჰქვია – „ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ“.

„ქართული ოცნება“ გეგმავს აკრძალოს შემდეგი პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“, „ლელო“, „ფედერალისტები“ და „გახარია საქართველოსთვის“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სახელმწიფოსა და პროკურორის კორესპონდენცია ამასთან დაკავშირებით საჯარო არ არის“
ნიკა გვარამია
„ეს [რაც ახლავს სარჩელს] პირდაპირ რელევანტურია იმასთან, რომ ომის დაწყების მაპროვოცირებელი იყო ქართული მხარე, ამიტომ ჩვენ გვაინტერესებს სახელმწიფო ერთს ამბობს და კომისია სხვას თუ ეს ასე არ არის. ჩვენ ვარკვევთ, ეს არის სახელმწიფოს პოზიცია თუ ერთპარტიული პოზიცია. მე მაინტერესებს, რას ემყარებოდა სახელმწიფო აგენტი იმ შემთხვევაში და სახელმწიფოს ამჟამინდელი პოზიცია. ახლა ეს თუ დადასტურდა რასაც ესენი წერენ, წავაგებთ ყველგან ყველაფერს“
ნიკა გვარამია
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
წულუკიანის კომისიის დასკვნა ოპოზიციის აკრძალვის საქმის მტკიცებულებებიდან არ ამორიცხესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები