ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფაშინიანისთვის დესტაბილიზაციის მორიგი მცდელობაა ევრაზიულ კავშირში სომხეთის წევრობის გარშემო შექმნილი...

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, გარკვეული ძალები ევრაზიულ კავშირში სომხეთის წევრობის საკითხით ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და სახელმწიფოზე კონტროლის დამყარების მესამე მცდელობას ამზადებენ. მისი თქმით, გაერთიანების წევრებს ორგანიზაციიდან რომელიმე ქვეყნის გარიცხვის უფლება არ აქვთ.

ფაშინიანისთვის დესტაბილიზაციის მორიგი მცდელობაა ევრაზიულ კავშირში სომხეთის წევრობის გარშემო შექმნილი...
ფაშინიანისთვის დესტაბილიზაციის მორიგი მცდელობაა ევრაზიულ კავშირში სომხეთის წევრობის გარშემო შექმნილი...რადიო თავისუფლება

ფაშინიანმა ერევანში 22 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კიდევ ოთხი წევრის, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის და ყირგიზეთის მთავრობების ერთობლივ მოხსენებაზე, რომელიც ეხება სომხეთისთვის წევრობის შესაძლო შეჩერებასა და მის შედეგებს.

სომხეთის მთავრობას ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსი აქვს არჩეული და წევრობის განაცხადის წარდგენას გეგმავს, რაც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წამყვან ძალად მიჩნეული რუსეთის უკმაყოფილებას იწვევს.

დესტაბილიზაციის მესამე მცდელობა

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ გარკვეული ძალები როგორც სომხეთში, ისე მის საზღვრებს გარეთ, ცდილობენ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან დაკავშირებული სიტუაცია გამოიყენონ სომხეთში შიდაპოლიტიკური არასტაბილურობის პროვოცირებისთვის და ამის შედეგად კონტროლი დაამყარონ სომხეთის სახელმწიფოზე.

ფაშინიანის თანახმად, ეს დესტაბილიზაციის მესამე მცდელობაა.

სომხეთის პრემიერის განცხადებით, პირველი ასეთი მცდელობა იყო 2023 წელს, როცა ყარაბაღში რუსი მშვიდობისდამცველების ყოფნის ფონზე ხალხის ნაკადი სომხეთისკენ მიმართეს და იყო მოწოდებები სომხეთში ხელისუფლების შეცვლისკენ, ხოლო მეორე - 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, თუმცა ეს მცდელობაც უშედეგო იყო.

ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ ახლა მზადდება მესამე მცდელობა, რომელიც ფარული გეგმის ნაწილია, არანაირი კავშირი ეკონომიკასთან არ აქვს და მხოლოდ პოლიტიკურია.

ფაშინიანი დარწმუნებულია, რომ სომხეთის სახელმწიფო საკმაოდ მდგრადია და ამ ვითარებასაც დაძლევს.

გარიცხვის უფლება არ აქვთ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრებს ორგანიზაციიდან რომელიმე ქვეყნის გარიცხვის უფლება არ აქვთ.

ეს შეუძლიათ პოსტსაბჭოთა ქვეყნების კიდევ ერთი გაერთიანების, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრებს. მათი შემადგენლობა პრაქტიკულად, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მსგავსია. ამიტომ, ნიკოლ ფაშინიანი დაინტერესდა, რატომ არ რიცხავენ სომხეთს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან“.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენი მიზანია, სომეხ ხალხს ჰქონდეს შესაძლებლობა გადაწყვიტოს, სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრად დარჩეს, ევროკავშირის წევრი გახდეს თუ არც ევროკავშირისა და არც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შემადგენლობაში იყოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები