პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კაია კალასი: რუსეთი, სავარაუდოდ, ახლა უკვე გატაცებულ უკრაინელ ბავშვებს აგზავნის უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად

ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, გატაცებულ უკრაინელ ბავშვებს უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად აგზავნის. მისი ცნობით, რუსეთმა 20 500-ზე მეტი ბავშვი უკანონოდ გაიყვანა, საიდანაც მხოლოდ 2 790-ის დაბრუნება მოხერხდა.

კაია კალასი: რუსეთი, სავარაუდოდ, ახლა უკვე გატაცებულ უკრაინელ ბავშვებს აგზავნის უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად
იმედინიუსი

ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა არ გამორიცხა, რომ რუსეთი უკვე აგზავნის გატაცებულ უკრაინელ ბავშვებს უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად.

„სიტუაციამ შოკისმომგვრელი და მახინჯი სახე მიიღო: რუსეთი, სავარაუდოდ, ახლა უკვე გატაცებულ უკრაინელ ბავშვებს აგზავნის უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - განაცხადა კალასმა.

თავის გამოსვლაში მან ისაუბრა ლუკაზე - 13 ბავშვიდან და მოზარდიდან ერთ-ერთზე, რომლებიც დაბრუნდნენ უკრაინაში. მისი თქმით, მას ახლახან შეუსრულდა 18 წელი და რუსეთის არმიის სამხედრო სავალდებულო უწყება მიიღო.

კალასის მიერ დებატებზე წარმოდგენილი მონაცემებით, რუსეთმა უკანონოდ გაიყვანა 20 500-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი. მისივე თქმით, ნოემბრის მდგომარეობით, 2 790 უკრაინელი ბავშვის დაბრუნება მოხერხდა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნორვეგიამ და კანადამ 7,7 მლნ დოლარი გამოყვეს რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები