ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისში WOAH-ის რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სურსათის ეროვნული სააგენტო

თბილისში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) რეგიონული შეხვედრა გაიმართა, სადაც 30-მდე ქვეყნის ექსპერტებმა ვეტერინარული მედიკამენტების რეგულირებასა და ფალსიფიკაციასთან ბრძოლაზე იმსჯელეს.

თბილისში WOAH-ის რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა
თბილისში WOAH-ის რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართაიმედინიუსი

თბილისში, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც ვეტერინარული პრეპარატების მარეგულირებელი სისტემის გაძლიერება, არსებული გამოწვევების განხილვა და მათი გადაჭრის ეფექტიანი მექანიზმების შექმნა იყო, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი და საერთაშორისო ექსპერტი ესწრებოდა.

„აღინიშნა, რომ ვეტერინარული პრეპარატების ეფექტიანი მარეგულირებელი სისტემის ჩამოყალიბება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ცხოველთა ჯანმრთელობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბაზარზე განსათავსებელი და განთავსებული სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციას და კონტროლს, უხარისხო და ფალსიფიცირებული პრეპარატების წინააღმდეგ ბრძოლას, ანტიმიკრობული საშუალებების პასუხისმგებლობიან გამოყენებასა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას.

WOAH-ის ორგანიზებით გამართული სემინარის ფარგლებში, საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები რუმინეთის, რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პრაქტიკული გამოცდილება, იმსჯელეს სფეროში არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის მექანიზმებზე. თემატური შეხვედრების ფარგლებში, ევროპაში რეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატების გამოყენებისა და სამომავლო სავაჭრო პოტენციალის საკითხები განიხილეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აღინიშნა, რომ ვეტერინარული პრეპარატების ეფექტიანი მარეგულირებელი სისტემის ჩამოყალიბება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ცხოველთა ჯანმრთელობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბაზარზე განსათავსებელი და განთავსებული სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციას და კონტროლს, უხარისხო და ფალსიფიცირებული პრეპარატების წინააღმდეგ ბრძოლას, ანტიმიკრობული საშუალებების პასუხისმგებლობიან გამოყენებასა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას. WOAH-ის ორგანიზებით გამართული სემინარის ფარგლებში, საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები რუმინეთის, რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პრაქტიკული გამოცდილება, იმსჯელეს სფეროში არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის მექანიზმებზე. თემატური შეხვედრების ფარგლებში, ევროპაში რეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატების გამოყენებისა და სამომავლო სავაჭრო პოტენციალის საკითხები განიხილეს“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ლაშა ავალიანმა WOAH-ის ევროპის რეგიონული კომისიის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები