პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისში WOAH-ის რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სურსათის ეროვნული სააგენტო

თბილისში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული შეხვედრა გაიმართა, სადაც 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელმა ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციასა და ფალსიფიცირებულ მედიკამენტებთან ბრძოლის მექანიზმებზე იმსჯელა.

თბილისში WOAH-ის რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა
რუსთავი 2

თბილისში, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც ვეტერინარული პრეპარატების მარეგულირებელი სისტემის გაძლიერება, არსებული გამოწვევების განხილვა და მათი გადაჭრის ეფექტიანი მექანიზმების შექმნა იყო. ღონისძიებას 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი და საერთაშორისო ექსპერტი ესწრებოდა.

აღინიშნა, რომ ვეტერინარული პრეპარატების ეფექტიანი მარეგულირებელი სისტემის ჩამოყალიბება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ცხოველთა ჯანმრთელობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბაზარზე განსათავსებელი და განთავსებული სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციას და კონტროლს, უხარისხო და ფალსიფიცირებული პრეპარატების წინააღმდეგ ბრძოლას, ანტიმიკრობული საშუალებების პასუხისმგებლიან გამოყენებასა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას.

WOAH-ის ორგანიზებით გამართული სემინარის ფარგლებში, საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები რუმინეთის, რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პრაქტიკული გამოცდილება, იმსჯელეს სფეროში არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის მექანიზმებზე. თემატური შეხვედრების ფარგლებში, ევროპაში რეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატების გამოყენებისა და სამომავლო სავაჭრო პოტენციალის საკითხები განიხილეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოთბილისში WOAH-ის რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ლაშა ავალიანმა WOAH-ის ევროპის რეგიონული კომისიის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები