პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთის ქალაქ ლიონში შაბათს ნებისმიერი დემონსტრაციის ჩატარება აიკრძალა

რონის დეპარტამენტის პრეფექტურამ ქალაქ ლიონში 24 ოქტომბერს ყველა სახის დემონსტრაცია აკრძალა, რაც წინა აქციებზე მომხდარ ძალადობასა და ძარცვას უკავშირდება. გარდა ამისა, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში უკვე სამი ღამეა კომენდანტის საათი მოქმედებს.

საფრანგეთის ქალაქ ლიონში შაბათს ნებისმიერი დემონსტრაციის ჩატარება აიკრძალა
რუსთავი 2

რონის დეპარტამენტის პრეფექტურამ, ქალაქ ლიონში შაბათს, 24 ოქტომბერს, ყველა სახის დემონსტრაცია აკრძალა. გადაწყვეტილება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში 17 ოქტომბერს გამართული აქციების პარალელურად მომხდარ ძალადობისა და ძარცვის გამო მიიღეს.

„მობილიზაციისკენ მოწოდების გავრცელებისა და 17 ოქტომბერს მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით, პრეფექტმა გადაწყვიტა, შესაბამისი განკარგულებების საფუძველზე, ამ შაბათს, 24 ოქტომბერს, ქალაქ ლიონში ყველა სახის დემონსტრაცია აკრძალოს“, - ნათქვამია პრეფექტურის განცხადებაში.

მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უწყებას დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.

პრეფექტის ეს გადაწყვეტილება ბოლო დღეებში მიღებული ზომების სერიას მოჰყვა: ქალაქის ცენტრალურ ნაწილში უკვე სამი ღამეა კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, აიკრძალა დემონსტრაცია, რომლის გამართვაც ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში, სტუდენტურ პროფკავშირ Unef-სა და ახალ ანტიკაპიტალისტურ პარტიას (NPA) ჰქონდათ დაგეგმილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზსა და ლიონში დღეს დაგეგმილი აქციები აკრძალაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები