ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საერთაშორისო დიზაინის გამოცემა D5 MAG ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბზე: ჰაბის ერთ-ერთი გამორჩეული ელემენტია 10,000 კვ.მ-ზე მეტ ფართობზე მოწყობილი მედია-ფასადი - მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტიპის სისტემა

დიზაინის საერთაშორისო გამოცემა D5 MAG-ის ცნობით, ქუთაისის ახალ ტექნოლოგიურ ჰაბში 10 000 კვ.მ-ზე მეტ ფართობზე მოეწყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მედია-ფასადი, რომელიც 3D projection mapping-სა და ინტერაქციულ ტექნოლოგიებს აერთიანებს.

საერთაშორისო დიზაინის გამოცემა D5 MAG ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბზე: ჰაბის ერთ-ერთი გამორჩეული ელემენტია 10,000 კვ.მ-ზე მეტ ფართობზე მოწყობილი მედია-ფასადი - მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტიპის სისტემა
საერთაშორისო დიზაინის გამოცემა D5 MAG ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბზე: ჰაბის ერთ-ერთი გამორჩეული ელემენტია 10,000 კვ.მ-ზე მეტ ფართობზე მოწყობილი მედია-ფასადი - მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტიპის სისტემარუსთავი 2

“საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ქუთაისში ახალი ტექნოლოგიური ჰაბი გახსნა, მინისა და ბეტონის შენობაში, რომელსაც ოვალური ფორმის დიდი გუმბათი ამშვენებს. ჰაბის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ელემენტია 10,000 კვ.მ-ზე მეტ ფართობზე მოწყობილი მუდმივი მედია-ფასადი - მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტიპის სისტემა, რომელიც აერთიანებს 3D projection mapping-ს, არქიტექტურულ განათებას, ხმასა და რაც ყველაზე საინტერესოა, ინტერაქციულ ტექნოლოგიებს“, - აღნიშნულია საერთაშორისო დიზაინის გამოცემა D5 MAG-ში, რომელმაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბის შენობის ინსტალაციებს სპეციალური სტატია მიუძღვნა.

გამოცემის მიხედვით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობა უკრაინული განათების დიზაინისა და მედია-არტის სტუდიასთან Expolight-თან თანამშრომლობით, მიკოლა კაბლუკას შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, შენობა მუდმივი მედია-განათების სისტემით აღიჭურვა.

გამოცემა წერს, რომ მედია კონტენტი შეიქმნა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ახალი იდენტობის გათვალისწინებით და სააგენტოს საქმიანობის მთავარ მიმართულებებს ეფუძნება - ტექნოლოგიებს, კვლევას, ცოდნის გაზიარებასა და ინოვაციას.

როგორც სტატიაშია აღნიშნული სისტემა რამდენიმე რეჟიმში მუშაობს: ყოველდღიურად ფასადზე ეროვნული სიმბოლოები და ტექნოლოგიური თემატიკის ვიზუალები ჩნდება, ასევე ტარდება სინათლისა და ხმის შოუ.

“ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი სამგანზომილებიანი პროექციული გამოსახვის, არქიტექტურული განათებისა და რეალურ დროში ინტერაქციის სინთეზით, სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მასშტაბური მუდმივი მედია-განათების ინსტალაციაა, რაც ნათლად გამოხატავს საქართველოს ტექნოლოგიური სექტორის განვითარების აქტიურ პროცესს,” - აღნიშნულია სტატიაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი სამგანზომილებიანი პროექციული გამოსახვის, არქიტექტურული განათებისა და რეალურ დროში ინტერაქციის სინთეზით, სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მასშტაბური მუდმივი მედია-განათების ინსტალაციაა, რაც ნათლად გამოხატავს საქართველოს ტექნოლოგიური სექტორის განვითარების აქტიურ პროცესს,“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: დღეში 1000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რაც თავისთავად ამ პროექტის წარმატებაზე მეტყველებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები