ირაკლი კობახიძე: დღეში 1000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რაც თავისთავად ამ პროექტის წარმატებაზე მეტყველებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს დღეში 1000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს, რაც პროექტის წარმატებაზე მიუთითებს.

დღეში 1000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რაც თავისთავად ამ პროექტის წარმატებაზე მეტყველებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, ახალგაზრდებს, მოსწავლეებს და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ეზიარონ ტექნოლოგიების სამყაროს და მიიღონ ახალი გამოცდილება.
"ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით ცალკე მინდა გამოვყო ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტი. უკვე გაიხსნა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც ახალგაზრდებს, მოსწავლეებს და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას რომ ეზიარონ ტექნოლოგიების სამყაროს, მიიღონ ახალი ცოდნა, ახალი გამოცდილება, დაინტერესდნენ ამ სფეროთი. დღეში 1000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რაც თავისთავად ამ პროექტის წარმატებაზე მეტყველებს. ასევე, ეს პროექტი სტარტაპერებს, მეცნიერებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, იმის შესაძლებლობას, რომ იმუშაონ უმაღლესი დონის ლაბორატორიებში, ინოვაციურ პროექტებზე და თანამედროვე ტექნოლოგიების ეკონომიკაში დანერგვაზე", - განაცხადა პრემიერმა.
ციტატები სტატიიდან
„ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით ცალკე მინდა გამოვყო ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტი. უკვე გაიხსნა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც ახალგაზრდებს, მოსწავლეებს და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას რომ ეზიარონ ტექნოლოგიების სამყაროს, მიიღონ ახალი ცოდნა, ახალი გამოცდილება, დაინტერესდნენ ამ სფეროთი. დღეში 1000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რაც თავისთავად ამ პროექტის წარმატებაზე მეტყველებს. ასევე, ეს პროექტი სტარტაპერებს, მეცნიერებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, იმის შესაძლებლობას, რომ იმუშაონ უმაღლესი დონის ლაბორატორიებში, ინოვაციურ პროექტებზე და თანამედროვე ტექნოლოგიების ეკონომიკაში დანერგვაზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.