ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბელგიის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ევროკომისია რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გადაცემის შესახებ დისკუსიას ხელახლა არ გახსნის - მედია

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი აცხადებს, რომ ევროკომისია Euroclear-ში არსებული რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის საკითხს აღარ განიხილავს. ამასთან, მისი თქმით, ცალკეული წევრი სახელმწიფოები საკითხის ხელახლა წამოჭრას მაინც შეეცდებიან.

ბელგიის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ევროკომისია რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გადაცემის შესახებ დისკუსიას ხელახლა არ გახსნის - მედია
ბელგიის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ევროკომისია რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გადაცემის შესახებ დისკუსიას ხელახლა არ გახსნის - მედიარუსთავი 2

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ევროკომისია აღარ განაახლებს დისკუსიას Euroclear-ის დეპოზიტარიუმში არსებული გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დაფინანსებისთვის გამოყენების საკითხზე.

ამის შესახებ მან ბელგიის პარლამენტში, ევროპულ საკითხთა ფედერალური საკონსულტაციო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გასული კვირის ევროპული სამიტის შედეგებზე ისაუბრა.

დე ვევერმა განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ევროკომისია არ წარადგენს რუსულ აქტივებთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივას, რომელიც უკრაინის დაფინანსების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იქნება განკუთვნილი.

"ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან სწორედ ეს ითქვა“, - განუცხადა მან დეპუტატებს.

გასულ წელს, დე ვევერი ეწინააღმდეგებოდა ბრიუსელში მდებარე ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარიუმ Euroclear-ში დაცული, დაახლოებით 185 მილიარდი ევროს ღირებულების გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენებას.

ამის ნაცვლად, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე და მომდევნო წლისთვის უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სასესხო პაკეტს გამოუყოფენ. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ეს თანხა ქვეყნის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ იქნება.

გასულ კვირას გამართულ სამიტზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომდევნო წლისთვის დამატებით 70 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება მოითხოვა.

ამასთან, დე ვევერის განმარტებით, ის არ გამორიცხავს, რომ სხვა წევრი სახელმწიფოები, კვლავ შეეცდებიან წამოჭრან რუსული აქტივების გამოყენების საკითხი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან სწორედ ეს ითქვა“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკავშირი ცდილობს უკრაინის დასახმარებლად მომავალი წლისთვის სასწრაფოდ მოიძიოს დამატებით 70 მილიარდი ევრო - ამის საფუძვლად რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმების გაძლიერებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები