ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დანიის პრემიერ-მინისტრი: უკრაინას ფული უმთავრდება

დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენის განცხადებით, უკრაინას ფული უმთავრდება, რის გამოც საჭირო რესურსის ყიდვასა და წარმოებას ვეღარ ახერხებს. მისი თქმით, კიევის მხარდასაჭერად ყველაზე აშკარა გამოსავალი გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაა.

დანიის პრემიერ-მინისტრი: უკრაინას ფული უმთავრდება
დანიის პრემიერ-მინისტრი: უკრაინას ფული უმთავრდებაიმედინიუსი

დანიის პრემიერ-მინისტრის მეტე ფრედერიქსენის განცხადებით, უკრაინას ფული უმთავრდება და ევროპის მხრიდან საუკეთესო მხარდაჭერა გაყინული რუსული აქტივების გამოყენება იქნებოდა.

აღნიშნული განცხადება ფრედერიქსენმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე გააკეთა.

„ომის წარმოება ძვირი ჯდება... ახლა უკრაინას ფული უმთავრდება. ეს უკვე მოხდა. მათ არ შეუძლიათ იმის ყიდვა, რაც სჭირდებათ. მათ არ შეუძლიათ იმის წარმოება, რაც სჭირდებათ“, - განაცხადა ფრედერიქსენმა.

დანიის მთავრობის თავმჯდომარემ აგრეთვე დასძინა, რომ რუსეთის თავდასხმები უკრაინაზე გახშირდა.

„შესაბამისად, გვაქვს გადაუდებელი პრობლემა, თუ როგორ ვიპოვოთ დაფინანსება 2026 წელს ევროპულ დონეზე. უნდა უზრუნველვყოთ, რომ 2027 წელს ომის ძალისხმევის გასაგრძელებლად ევროპულ დონეზე საკმარისი ფინანსური რესურსი იყოს. სწორედ ამ საკითხს დავაყენებ შეხვედრაზე“, - განაცხადა ფრედერიქსენმა.

მან პირობა დადო, რომ დანია „კვლავ გააგრძელებს ყველა იმ დახმარების გაწევას, რის შესაძლებლობაც ექნება“.

კითხვაზე, საიდან შეიძლება მოიძებნოს უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსება, ფრედერიქსენმა ხაზი გაუსვა, რომ „ყველაზე აშკარა წყარო, რომელსაც უნდა მივმართოთ, გაყინული აქტივებია“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ომის წარმოება ძვირი ჯდება... ახლა უკრაინას ფული უმთავრდება. ეს უკვე მოხდა. მათ არ შეუძლიათ იმის ყიდვა, რაც სჭირდებათ. მათ არ შეუძლიათ იმის წარმოება, რაც სჭირდებათ“
„შესაბამისად, გვაქვს გადაუდებელი პრობლემა, თუ როგორ ვიპოვოთ დაფინანსება 2026 წელს ევროპულ დონეზე. უნდა უზრუნველვყოთ, რომ 2027 წელს ომის ძალისხმევის გასაგრძელებლად ევროპულ დონეზე საკმარისი ფინანსური რესურსი იყოს. სწორედ ამ საკითხს დავაყენებ შეხვედრაზე“
„ყველაზე აშკარა წყარო, რომელსაც უნდა მივმართოთ, გაყინული აქტივებია“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ფინეთის პრემიერი: ტრამპის ბოლო ნაბიჯებს არანაირი ლოგიკა არ გააჩნიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები