ბორჯომმა თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალსა და პიანისტთა საერთაშორისო კონკურსს უმასპინძლა
ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი და პიანისტთა კონკურსი გაიხსნა, რომელშიც 6-25 წლამდე ასაკის შემსრულებლები მონაწილეობენ. ღონისძიების დამფუძნებლის, თამარ ლიჩელის ცნობით, დასკვნითი ტური და დაჯილდოება 25 ოქტომბერს გაიმართება.

მსმენელთა წინაშე ქართველი და უცხოელი მუსიკოსები წარდგნენ. დაიწყო პიანისტთა საერთაშორისო კონკურსიც, რომელშიც 6-25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.
დასკვნითი ღონისძიება 25 ოქტომბერს გაიმართება. გამარჯვებულებს დიპლომებს და პრემიებს გადასცემენ.
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალისა და პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის დამფუძნებელი, თამარ ლიჩელი, აღნიშნავს, რომ გარდა დაგეგმილი პროგრამებისა, ყოველთვის ცდილობენ მიმართონ იმპროვიზაციებსაც, რაც გარკვეულ ხიბლს აძლევს მთელ ამ შემოქმედებით პროცესს.
"ყველა შემსრულებლისთვის, ზოგადად ქართული საზოგადოებისთვის ვახერხებთ რომ გარკვეულწილად დღესასწაულად იქცეს ეს დღეები და მოუთმენლად ველით, ჩვენ თვითონ, იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ დაგეგმილი პროგრამა ყოველთვის გვაქვს იმპროვიზაციებსაც აქვს ხოლმე ადგილი, რაც გარკვეულ ხიბლს აძლევს ამ ყველაფერს", - აცხადებს თამარ ლიჩელი.
ციტატები სტატიიდან
„ყველა შემსრულებლისთვის, ზოგადად ქართული საზოგადოებისთვის ვახერხებთ რომ გარკვეულწილად დღესასწაულად იქცეს ეს დღეები და მოუთმენლად ველით, ჩვენ თვითონ, იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ დაგეგმილი პროგრამა ყოველთვის გვაქვს იმპროვიზაციებსაც აქვს ხოლმე ადგილი, რაც გარკვეულ ხიბლს აძლევს ამ ყველაფერს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…