პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე888 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეგიორგი კახიანი: ჩვენ აბსურდულს ვუწოდებთ მათ პოზიციებს, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმაც კი ეს დაინახა და მასაც კი არ მოსწონს, მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში888 ჩანაწერი · 13 მედია

თაზო დათუნაშვილი - აკრძალვის მოლოდინი არის - როდესაც ივანიშვილის მსგავსი პროვინციული დიქტატურის დამმყარებელი პერსონაჟები ცდილობენ, რომ „დამკაში“ გავიდნენ, ბოლომდე მიდიან ხოლმე

ლელოქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოლოდინი არსებობს, რადგან ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური სისუსტე და სასოწარკვეთა ამოძრავებს.

თაზო დათუნაშვილი - აკრძალვის მოლოდინი არის - როდესაც ივანიშვილის მსგავსი პროვინციული დიქტატურის დამმყარებელი პერსონაჟები ცდილობენ, რომ „დამკაში“ გავიდნენ, ბოლომდე მიდიან ხოლმე
ინტერპრესნიუსი

აკრძალვის მოლოდინი არის - როდესაც ივანიშვილის მსგავსი პროვინციული დიქტატურის დამმყარებელი პერსონაჟები ცდილობენ, რომ „დამკაში“ გავიდნენ, ბოლომდე მიდიან ხოლმე, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური სისუსტე ამოძრავებს.

„აკრძალვის მოლოდინი არის. როდესაც ივანიშვილის მსგავსი პროვინციული დიქტატურის დამმყარებელი პერსონაჟები ცდილობენ, რომ დამკაში გავიდნენ, ბოლომდე მიდიან ხოლმე. ახლა სხვა გზა არ აქვს. ის, რისთვისაც ამას აკეთებს, არის პოლიტიკური სისუსტე. პოლიტიკური სისუსტე ამოძრავებს მას. ასე რომ არ იყოს, ჟურნალისტებს არ დაიჭერდა და ციხეში არ ჩასვამდა „ფეისბუქზე“ დაწერილი სიტყვებისთვის, ადამიანებს ციხეში არ ჩასვამდა ტროტუარზე დგომის გამო, პარტიებს არ აკრძალავდა, რომ ჰქონდეს საკუთარი ელექტორალური გამარჯვების იმედი. უნდა გვესმოდეს, რომ ის თუ ამ ნაბიჯს დგამს ე.ი. ის სასოწარკვეთილია და პოლიტიკურად სხვა გზას ვერ ხედავს. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ არ დავკარგოთ წონასწორობა, ვიყოთ თანმიმდევრულები იმ პროცესში, რასაც ჰქვია საზოგადოებასთან ერთად ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა,“ - განაცხადა დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვის პროცესი მიმდინარეობს.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თაზო დათუნაშვილი - ქვეყანაში დიდწილად დემოკრატიის არსი კვდება, გადავდივართ კიდევ უფრო მწვავე ფაზაში - ჟამი, როდესაც დიდი განსაცდელი დგება ქართველი ხალხის წინაშეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები