ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დედის ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან

დავით ფეიქრიშვილის დედის განცხადებით, მისმა შვილმა გამოძიებას ციხეში თავდასხმის დეტალები გაანდო; ოჯახი ირაკლი კობახიძეს საქმის კონტროლზე აყვანას სთხოვს, ხოლო ადვოკატის ცნობით, სასტიკად ნაცემ პატიმარს სახის ძვლები, ნეკნები და ხერხემალი აქვს დაზიანებული.

დედის ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან
დედის ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთანTV პირველი

დავით ფეიქრიშვილის დედა "პირველებს" უყვება, რომ მისმა შვილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალები მოუყვა.

ნინო აბრამიშვილი ამბობს, რომ ციხეში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მისი შვილი პროტესტი ნიშნად შიმშილობდა.

დაკავებულის დედა ახლა ირაკლი კობახიძეს მიმართავს, და საქმის პირად კონტროლზე აყანისკენ მოუწოდებს:

დათუნამ ითანამშრომლა გამომძიებლებთან, ყველაფრი დეტალებში აუხსნა, როგორ იყო, რა იყო რა წამება გამოიარა. გუშინ დამატებით გავიგე, რომ თურმე ეს 4 დღე, რაც ამ წამებაში იყო, წვეთი წყალი არ დაულევია, ლუკმა არ ჩაუდია. შიმშილობდა. უბრალო სასწრაფოთი წაიყვანეს, რადგან ის სპეც მანქანა რომაა, იქ ვერც დააწვინეს, თქვენ წარმოგიდგენიათ დათუნა “ვივა მედში“ ორშაბათს როგორ მიათრიეს, შეიძლება მანქანაში იატაკზეც ეგდო და ისე წაიყვანეს.

ამიტომ, კატეგორიულად მოვითხოვ, მიხედონ ჩემ შვილს. სასჯელის მოხდის დროს, ყველა მშობელი უნდა იყოს გარანტირებული, რომ ჩვენ შვილებს ციხეში არ მოჰგვიკლავენ. კამერაში არანაირი საფრთხე არ ექმურებათ. მე გუშინ ვუსმენდი პრემიერის პასუხს, მაგრამ როგორც იძახიან ხოლმე, როცა სჭირდებათ, “ფორს მაჟორიო“, აი, ახლა ის “ფორსმაჟორია“.

თვითონ მოიკითხოს, იმას კი არ დაელოდოს ხვალ და ზეგ, რომ ჩემი შვილი კალიასკაში ჩაჯდეს, ჩემ შვილს დღეს სჭირდება დახმარება, ჩემ შვილს სერიოზული ტრავმები აქვს, ნუღა ჩაიდენენ უფრო ღრმა შეცდომებს, მოიწვიონ კონსილიუმი, გაუკეთონ კატე გამოკვლევა. ახალგაზრდა 40 წლის კაცი, არ გახდეს ხეიბარი კაცი, მე ამას არა ვაპატიბე არასდროს არცერთს, - აღნიშნავს ნინო აბრამიშვილი.

პატიმარი დავით ფეიქრიშვილი, რომელიც “ვივამედში" 2 დღის წინ ხელმეორედ გადაიყვანეს, 40 წლის კაცი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

ოჯახის მტკიცებით, ის ციხეში სასტიკად სცემეს. დაკავებულის ადვოკატის, პაატა გოგიაშვილის თქმით, დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული, დამტვრეული აქვს ნეკნები, თავზე აღენიშნება სისხლჩაქცევები და დაზიანებული აქვს ხერხემალი.

ოჯახის განცხადებით, ფიზიკური დაზიანება ფეიქრიშვილს ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა მიაყენეს.

ვატო ყიფიანი ბრალდებებს უარყოფს. მისი ადვოკატი "პირველებთან" აცხადებს, რომ ყიფიანი ფექირიშვილის საკანში შესახლებული არ ყოფილა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პატიმარი დავით ფეიქრიშვილი ისევ „ვივამედში“ გადაიყვანესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები