ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე - ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც - გამოძიებას დაველოდოთ

იუსტიციის სამინისტრო

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის საქმეზე ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მათ შორის ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც. დაპირისპირებული პირების ერთ საკანში მოთავსების თაობაზე კობახიძე ამბობს, რომ გამოძიების შედეგებს ელოდება.

ირაკლი კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე - ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც - გამოძიებას დაველოდოთ
ირაკლი კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე - ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც - გამოძიებას დაველოდოთინტერპრესნიუსი

გამოძიებას დაველოდოთ, მთავარია, გამოძიებამ ყველა კითხვას გასცეს პასუხი, რა იყო დაზიანება, რა იყო დაზიანების მიზეზი, რა იყო ციხის ადმინისტრაციის როლი და ა.შ. ამის შემდეგ, გპირდებით, რომ კომენტარებს გავაკეთებ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ძმებ ფეიქრიშვილებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

უფრო კონკრეტულად კი, პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, თუ როგორ მოხდა ის ფაქტი, რომ დაპირისპირებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ერთ საკანში შეასახლეს.

კობახიძის თქმით, ის გამოძიების შედეგებს ელოდება.

„ვერ გეტყვით, დაველოდოთ გამოძიებას, მე როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია. როგორც ვიცი, გამოძიება კონკრეტულად, სავარაუდო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზეა დაწყებული, მე პირადად, გამოძიების შედეგებს დაველოდები და მერე ვნახოთ, რა კომენტარი მექნება“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, დაპირისპირებული მხარეების ერთ საკანში შესახლება არის თუ არა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან გადაცდომა, კობახიძე კვლავ პასუხობს, რომ ის გამოძიების შედეგებს ელოდება.

„ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც. გამოძიებას დაველოდოთ, მთავარია, გამოძიებამ ყველა კითხვას გასცეს პასუხი, რა იყო დაზიანება, რა იყო დაზიანების მიზეზი, რა იყო ციხის ადმინისტრაციის როლი და ა.შ. ამის შემდეგ, გპირდებით, რომ კომენტარებს გავაკეთებთ. კითხვები კი არა, ველოდები გამოძიებას, გამოძიების შედეგებს ველოდები აბსოლუტურად ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმარი, დავით ფეიქრიშვილი "ვივამედში" თავდაპირველად 19 ოქტომბერს 21:00 საათზე შეიყვანეს. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ფეიქრიშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით იყო შეყვანილი. ის დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით N18 პენიტენციურ დაწესებულებაში გაწერეს, რომელიც ციხის სამკურნალო დაწესებულებაა.

უფრო ადრე, პატიმარ ფეიქრიშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილს ჩამტვრეული აქვს ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, მათ შორის, ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარ, დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პენიტენციურმა სამსახურმა უარყო მანამდე ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 16 ოქტომბრის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა და განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

20 ოქტომბერს, დავით ფეიქრიშვილი კვლავ "ვივამედში" გადაიყვანეს, კლინიკაში აცხადებენ, რომ დავით ფეიქრიშვილს აღენიშნება დაზიანებები ზემო კიდურებზე, რა დაზიანებებიც წინა დღეს არ ჰქონია, ხოლო მისი მდგომარეობა მძიმე არ არის და სტაბილურია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვერ გეტყვით, დაველოდოთ გამოძიებას, მე როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია. როგორც ვიცი, გამოძიება კონკრეტულად, სავარაუდო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზეა დაწყებული, მე პირადად, გამოძიების შედეგებს დაველოდები და მერე ვნახოთ, რა კომენტარი მექნება“
„ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც. გამოძიებას დაველოდოთ, მთავარია, გამოძიებამ ყველა კითხვას გასცეს პასუხი, რა იყო დაზიანება, რა იყო დაზიანების მიზეზი, რა იყო ციხის ადმინისტრაციის როლი და ა.შ. ამის შემდეგ, გპირდებით, რომ კომენტარებს გავაკეთებთ. კითხვები კი არა, ველოდები გამოძიებას, გამოძიების შედეგებს ველოდები აბსოლუტურად ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დავით ფეიქრიშვილი მრავლობითი დაზიანებებით კვლავ „ვივამედის“ კლინიკაში გადაიყვანესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები