ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სალომე სამადაშვილი - მოსამართლეებმა უნდა გაიაზრონ, რომ ისინი არიან იარაღი რუსეთის ჰიბრიდულ თავდასხმაში ქვეყნის წინააღმდეგ - აუცილებლად იქნება მძაფრი საერთაშორისო რეაგირება, კობახიძის შეთითხნილი სარჩელი ყველა ჩვენი საერთაშორისო ვალდებულების დარღვევაა

ლელოსაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

სალომე სამადაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის იარაღი გახდებიან, თუ სარჩელს დააკმაყოფილებენ. ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ ოპოზიციის განადგურების მცდელობას საერთაშორისო პარტნიორების მძაფრი რეაგირება და სტრასბურგში გასაჩივრება მოჰყვება.

სალომე სამადაშვილი - მოსამართლეებმა უნდა გაიაზრონ, რომ ისინი არიან იარაღი რუსეთის ჰიბრიდულ თავდასხმაში ქვეყნის წინააღმდეგ - აუცილებლად იქნება მძაფრი საერთაშორისო რეაგირება, კობახიძის შეთითხნილი სარჩელი ყველა ჩვენი საერთაშორისო ვალდებულების დარღვევაა
სალომე სამადაშვილი - მოსამართლეებმა უნდა გაიაზრონ, რომ ისინი არიან იარაღი რუსეთის ჰიბრიდულ თავდასხმაში ქვეყნის წინააღმდეგ - აუცილებლად იქნება მძაფრი საერთაშორისო რეაგირება, კობახიძის შეთითხნილი სარჩელი ყველა ჩვენი საერთაშორისო ვალდებულების დარღვევააინტერპრესნიუსი

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა გაიაზრონ, რომ დღეს ისინი არიან იარაღი რუსეთის ჰიბრიდულ თავდასხმაში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტენ, რომ დააკმაყოფილონ აბსურდული სარჩელი, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა ბათუმიდან პირდაპირი ჩართვისას.

სამადაშვილის თქმით, ოპოზიციის განადგურების მცდელობის გამო აუცილებლად იქნება მძაფრი რეაგირება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

მისივე განცხადებით, თუ არსებობს საქმე, რომლის სტრასბურგში გადაგზავნის შემდეგ აუცილებლად იქნება გამარჯვება, ეს აუცილებლად ასეთი საქმე იქნება.

„მე არ ვარ ექსპერტი ისეთ საკითხში, როგორიცაა სტრასბურგის სასამართლოში პროცესების წარმართვა. რა რეაგირება ექნება სტრასბურგის სასამართლოს ამის პროგნოზირებაში არ ვარ ყველაზე დიდი ავტორიტეტის მქონე ადამიანი, მაგრამ როდესაც დღეს საათების განმავლობაში ვუსმენდი [საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას], ჩემთვისაც კი ნათელი გახდა, რომ თუ არსებობს საქმე, რომლის სტრასბურგში გადაგზავნის შემდეგ აუცილებლად იქნება გამარჯვება იმ ხალხისა, ვინც ამ ქვეყანაში იბრძვის დემოკრატიისთვის, ეს აუცილებლად ასეთი საქმე იქნება.

საერთაშორისო რეაგირების თვალსაზრისით, აუცილებლად იქნება მძაფრი რეაგირება ოპოზიციის განადგურების მცდელობაზე ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იცის, ეს არის წითელი ხაზი, ეს მას ბევრჯერ უთხრეს. ცხადია, რომ ეს პროცესი საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში აუცილებლად გაგრძელდება იმიტომ, რომ ეს არის დარღვევა არა მხოლოდ კონსტიტუციის, ევროპული კონვენციით აღებული ვალდებულებების. კობახიძის შეთითხნილი სარჩელი არის დარღვევა ყველა ჩვენი საერთაშორისოდ აღებული ვალდებულების“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე არ ვარ ექსპერტი ისეთ საკითხში, როგორიცაა სტრასბურგის სასამართლოში პროცესების წარმართვა. რა რეაგირება ექნება სტრასბურგის სასამართლოს ამის პროგნოზირებაში არ ვარ ყველაზე დიდი ავტორიტეტის მქონე ადამიანი, მაგრამ როდესაც დღეს საათების განმავლობაში ვუსმენდი [საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას], ჩემთვისაც კი ნათელი გახდა, რომ თუ არსებობს საქმე, რომლის სტრასბურგში გადაგზავნის შემდეგ აუცილებლად იქნება გამარჯვება იმ ხალხისა, ვინც ამ ქვეყანაში იბრძვის დემოკრატიისთვის, ეს აუცილებლად ასეთი საქმე იქნება. საერთაშორისო რეაგირების თვალსაზრისით, აუცილებლად იქნება მძაფრი რეაგირება ოპოზიციის განადგურების მცდელობაზე ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იცის, ეს არის წითელი ხაზი, ეს მას ბევრჯერ უთხრეს. ცხადია, რომ ეს პროცესი საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში აუცილებლად გაგრძელდება იმიტომ, რომ ეს არის დარღვევა არა მხოლოდ კონსტიტუციის, ევროპული კონვენციით აღებული ვალდებულებების. კობახიძის შეთითხნილი სარჩელი არის დარღვევა ყველა ჩვენი საერთაშორისოდ აღებული ვალდებულების“
სალომე სამადაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კუპრაძე - აკრძალვა არ ეხება მხოლოდ რიგით პარტიებს, სინამდვილეში ეხება საქართველოს მილიონამდე ამომრჩეველსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები