ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალბანეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება

ალბანეთში საპროტესტო აქციების მეშვიდე დღეს შეტაკებების შედეგად 295 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 186 პოლიციელია. პრემიერ-მინისტრი ედი რამა აცხადებს, რომ ახალგაზრდების რადიკალიზაცია ევროპასა და აშშ-ში არსებულმა ძალებმა მოახდინეს და ქვეყანა კოორდინირებული თავდასხმის სამიზნე გახდა.

ალბანეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება
ალბანეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდებაინტერპრესნიუსი

ალბანეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები უკვე მეშვიდე დღეა გრძელდება.

დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას, ქვეყნის უნივერსიტეტებში სასწავლო პირობების გაუმჯობესებასა და კორუფციასთან ბრძოლას ითხოვენ.

ხელისუფლების მონაცემებით, საპროტესტო აქციებზე არეულობის შედეგად 295 ადამიანი, მათ შორის 186 პოლიციელი დაშავდა.

საპროტესტო აქციების ფონზე ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა პოლიციის ხელმძღვანელებს შეხვდა.

„როდესაც სახელმწიფო ამასთან მოლაპარაკებებს დაიწყებს, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო დაეცა. ახალგაზრდების რადიკალიცაზია ევროპასა და აშშ-ში არსებული ბნელი ძალების მიერ მოხდა. ალბანეთი კარგად კოორდინირებული თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე გახდა“, - განაცხადა ედი რამამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როდესაც სახელმწიფო ამასთან მოლაპარაკებებს დაიწყებს, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო დაეცა. ახალგაზრდების რადიკალიცაზია ევროპასა და აშშ-ში არსებული ბნელი ძალების მიერ მოხდა. ალბანეთი კარგად კოორდინირებული თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე გახდა“
ედი რამა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ალბანეთის პრემიერი დემონსტრანტების მოთხოვნის მიუხედავად გადადგომას არ აპირებს - ედი რამამ პროტესტის ორგანიზატორები და ოპოზიცია ძალადობასა და ვანდალიზმში დაადანაშაულაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები