საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო
საკონსტიტუციო სასამართლომ 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა დაიწყო, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „ფედერალისტების“, კოალიცია „ცვლილებისთვის“ და პარტია „საქართველოსთვის“ არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას ითხოვენ.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო.
სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს და ითხოვს "ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია "ცვლილებისთვის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და გახარია "საქართველოსთვის" აკრძალვას.
სარჩელის ავტორთა განცხადებით, ეს პოლიტიკური გაერთიანებები 2016 წლიდან, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის ლეგიტიმაციას.
კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაც.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიახუთი პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა მიმდინარეობს. LIVE
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობასთან დაკავშირებით, სათათბიროდ გავიდა
ხუთი პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა განახლდა. LIVE
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა 22 ოქტომბერს განახლდება
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა დღეს განახლდება
პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა დღეს განახლდება
პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა დღეს განახლდება
დღე მეორე - საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა განახლდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…