პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობასთან დაკავშირებით, სათათბიროდ გავიდა

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობაქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტიგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ოპოზიციური პარტიების მიერ მოსამართლეთა აცილების შესახებ დაყენებულ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავიდა. პარლამენტის 88 დეპუტატის სარჩელი ხუთი ოპოზიციური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას მოითხოვს.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობასთან დაკავშირებით, სათათბიროდ გავიდა
ინტერპრესნიუსი

საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა, ამ წუთებში, სათათბიროდ გავიდა. მას შემდეგ რაც პლენუმის შემადგენლობა სხდომათა დარბაზში დაბრუნდება, ცნობილი გახდება დააკმაყოფილებს, თუ არა სასამართლო ოპოზიციური პარტიების შუამდგომლობას - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აცილების თაობაზე.

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისა და მათი საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პროცესი მიმდინარეობს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილმა პლენუმის სრული შემადგენლობის, ნაწილმა კი რამდენიმე მოსამართლის აცილების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს. ერთ-ერთი ოპოზიციონერის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის განცხადებით, სარჩელი მიმართულია არა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების აკრძალვისკენ, არამედ საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების წინააღმდეგ.

აცილების საკითხს არ დაეთანხმნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 2ნეიტრალური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო
  2. იმედინიუსისამთავრობოხუთი პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა მიმდინარეობს. LIVE
  3. იმედინიუსისამთავრობოხუთი პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა განახლდა. LIVE
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა 22 ოქტომბერს განახლდება
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა დღეს განახლდება
  6. TV პირველიოპოზიციურიპოლიტიკური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა დღეს განახლდება
  7. ალიაოპოზიციურიპოლიტიკური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა დღეს განახლდება
  8. რუსთავი 2სამთავრობოდღე მეორე - საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა განახლდა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები