ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ნადარეიშვილი: ჩვენ ვეხმარებით მეწარმეს ბიზნესგეგმის შედგენაში, ყველა რისკის გათვლაში, ფინანსურ მოდელირებაში, ბანკთან, პოტენციურ მომხმარებლებთან და კლიენტებთან ურთიერთობაში, რაც, რა თქმა უნდა, მათთვის აადვილებს პირველი ნაბიჯების გადადგმას

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, სახელმწიფო ბიზნესცენტრების მეშვეობით მეწარმეებს ბიზნესგეგმის შედგენაში, რისკების გათვლასა და ბანკებთან ურთიერთობაში ეხმარება.

ირაკლი ნადარეიშვილი: ჩვენ ვეხმარებით მეწარმეს ბიზნესგეგმის შედგენაში, ყველა რისკის გათვლაში, ფინანსურ მოდელირებაში, ბანკთან, პოტენციურ მომხმარებლებთან და კლიენტებთან ურთიერთობაში, რაც, რა თქმა უნდა, მათთვის აადვილებს პირველი ნაბიჯების გადადგმას
ირაკლი ნადარეიშვილი: ჩვენ ვეხმარებით მეწარმეს ბიზნესგეგმის შედგენაში, ყველა რისკის გათვლაში, ფინანსურ მოდელირებაში, ბანკთან, პოტენციურ მომხმარებლებთან და კლიენტებთან ურთიერთობაში, რაც, რა თქმა უნდა, მათთვის აადვილებს პირველი ნაბიჯების გადადგმასიმედინიუსი

ჩვენ დავინახეთ ძალიან მკაფიოდ საჭიროება ბიზნესის კეთების კომპეტენციის, განსაკუთრებით რეგიონებში და შევქმენით ცენტრები, სადაც არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება ხდება, არამედ, რეალურად, თავი მოვუყარეთ საუკეთესო, კერძო სექტორის საკონსულტაციო კომპონენტს, რომელსაც მცირე და საშუალო ბიზნესთან ვაკავშირებთ იმისათვის, რომ მაგალითად, ბიზნესმა მოახდინოს გაციფრულება, მიიღოს კონსულტაცია და რეალური მხარდაჭერა მარკეტინგის, ბრენდინგის, გაყიდვების მიმართულებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა გადაცემა „იმედიLIVE“-ში განაცხადა.

ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზნებსა და გეგმებზე ისაუბრა, მან ხაზი გაუსვა ბიზნესის საჭიროებებსა და მოთხოვნებს სხვადასხვა მიმართულებით და ამ კუთხით სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„გაციფრულება არის ძალიან მოთხოვნადი მომსახურება, რომელსაც ჩვენ ვაწვდით. ამ შემთხვევაში კორპორაცია და ბიზნეს სივრცეები კონსულტანტების მცირე და საშუალო ბიზნესთან დაკავშირებას ახდენს, რომლებიც აწვდიან მათ იმ კომპეტენციას, რომელიც მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ექსპორტის მხარდაჭერის ინსტრუმენტებზე, რაც, მისი განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია არა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის, არამედ, ზოგადად ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მეწარმეთა მხარდაჭერის მიზნით მთელი რიგი ახალი ინსტრუმენტებია შემუშავებული, დაინერგა და მიმდინარე წლის განმავლობაში ძალიან აქტიურ ფაზაში შევა. მისი განმარტებით, ეს შეეხება ფართო სპექტრს - როგორც სექტორების, ასევე ბიზნესების და არა მხოლოდ მცირე და საშუალო სექტორის მიმართულებით.

„მეწარმეობა არ არის მარტივი გადაწყვეტილება, არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც აქვს იდეა, შეიძლება გარკვეული რესურსიც ჰქონდეს, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ხშირად არ არის მარტივი. ცენტრების ამოცანაა სწორედ, რომ დაეხმაროს, მათ შორის, პირველი ნაბიჯების გადადგმაში. მაგალითად, არის ასეთი სერვისი - ჩვენ ვეხმარებით მეწარმეს ბიზნესგეგმის შედგენაში, ყველა რისკის გათვლაში, ფინანსურ მოდელირებაში, ბანკთან, პოტენციურ მომხმარებლებთან და კლიენტებთან ურთიერთობაში, რაც, რა თქმა უნდა, მათთვის აადვილებს პირველი ნაბიჯების გადადგმას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გაციფრულება არის ძალიან მოთხოვნადი მომსახურება, რომელსაც ჩვენ ვაწვდით. ამ შემთხვევაში კორპორაცია და ბიზნეს სივრცეები კონსულტანტების მცირე და საშუალო ბიზნესთან დაკავშირებას ახდენს, რომლებიც აწვდიან მათ იმ კომპეტენციას, რომელიც მნიშვნელოვანია“
ირაკლი ნადარეიშვილი
„მეწარმეობა არ არის მარტივი გადაწყვეტილება, არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც აქვს იდეა, შეიძლება გარკვეული რესურსიც ჰქონდეს, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ხშირად არ არის მარტივი. ცენტრების ამოცანაა სწორედ, რომ დაეხმაროს, მათ შორის, პირველი ნაბიჯების გადადგმაში. მაგალითად, არის ასეთი სერვისი - ჩვენ ვეხმარებით მეწარმეს ბიზნესგეგმის შედგენაში, ყველა რისკის გათვლაში, ფინანსურ მოდელირებაში, ბანკთან, პოტენციურ მომხმარებლებთან და კლიენტებთან ურთიერთობაში, რაც, რა თქმა უნდა, მათთვის აადვილებს პირველი ნაბიჯების გადადგმას“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ნადარეიშვილი: სააგენტო "აწარმოე საქართველოში" მთლიანად ფოკუსირდა მცირე და საშუალო სექტორის განვითარებაზე, ეს არის 90 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და 8.5 მილიარდი ლარი ინვესტიციის მხარდაჭერაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები