ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ნადარეიშვილი: ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ენერგეტიკის სექტორში მხარდაჭერის სქემების და ინსტრუმენტების მნიშვნელოვან გადახედვაზე იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ბიზნესის იმ საჭიროებებს, რომლებიც დღეს დგას

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ენერგეტიკის მხარდაჭერის სქემების გადახედვაზე აქტიურად მუშაობს და მცირე ბიზნესისთვის მიკროსესხების პროგრამის გაფართოებას გეგმავს.

ირაკლი ნადარეიშვილი: ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ენერგეტიკის სექტორში მხარდაჭერის სქემების და ინსტრუმენტების მნიშვნელოვან გადახედვაზე იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ბიზნესის იმ საჭიროებებს, რომლებიც დღეს დგას
ირაკლი ნადარეიშვილი: ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ენერგეტიკის სექტორში მხარდაჭერის სქემების და ინსტრუმენტების მნიშვნელოვან გადახედვაზე იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ბიზნესის იმ საჭიროებებს, რომლებიც დღეს დგასიმედინიუსი

ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ენერგეტიკის სექტორში მხარდაჭერის სქემების და ინსტრუმენტების მნიშვნელოვან გადახედვაზე იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ბიზნესის იმ საჭიროებებს, რომლებიც დღეს დგას, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე (GEDC) საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა გადაცემაში "იმედიLIVE" განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი მიმართულებებიდან საკვანძო ადგილი ენერგეტიკის სექტორს უკავია.

„როდესაც ვსაუბრობთ ახალ სექტორებზე, გამოვყოფდი ენერგეტიკას. როდესაც ჩვენი ამოცანა არის ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება იმ ტემპით, როგორი ტემპითაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იზრდებოდა, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, ენერგეტიკის იმ სიმძლავრეების უზრუნველყოფა, რაც ეკონომიკურ ზრდას სჭირდება, არის ნომერ პირველი პრიორიტეტი“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მთელი რიგი ინსტრუმენტები და სიახლეები, მათ შორის მიკროსესხები, რომელიც ცოტა ხნის წინ გაეშვა და ძალიან მაღალი პოპულარობით და ეფექტურობით გამოირჩევა, კიდევ უფრო გაფართოვდება. მისივე თქმით, კორპორაციისთვის მცირე ბიზნესის ხელშეწყობა კვლავ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როდესაც ვსაუბრობთ ახალ სექტორებზე, გამოვყოფდი ენერგეტიკას. როდესაც ჩვენი ამოცანა არის ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება იმ ტემპით, როგორი ტემპითაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იზრდებოდა, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, ენერგეტიკის იმ სიმძლავრეების უზრუნველყოფა, რაც ეკონომიკურ ზრდას სჭირდება, არის ნომერ პირველი პრიორიტეტი“
ირაკლი ნადარეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ნადარეიშვილი ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე: რამ გამოიწვია ცვლილება? ერთი მხრივ, იმ გამოცდილებამ, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ სააგენტოთი „აწარმოე საქართველოში“ და მეორე მხრივ, იმ უპრეცედენტო ეკონომიკურმა ზრდამ, რომელიც გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები