პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ენერგეტიკის სექტორში მხარდაჭერის სქემების და ინსტრუმენტების მნიშვნელოვან გადახედვაზე იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ბიზნესის იმ საჭიროებებს, რომლებიც დღეს დგას - ირაკლი ნადარეიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ენერგეტიკის სექტორში მხარდაჭერის სქემების გადახედვაზე მუშაობს და ბიზნესის დასახმარებლად მიკროსესხების ინსტრუმენტის გაფართოებას გეგმავს.

ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ენერგეტიკის სექტორში მხარდაჭერის სქემების და ინსტრუმენტების მნიშვნელოვან გადახედვაზე იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ბიზნესის იმ საჭიროებებს, რომლებიც დღეს დგას - ირაკლი ნადარეიშვილი
რუსთავი 2

"ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ენერგეტიკის სექტორში მხარდაჭერის სქემების და ინსტრუმენტების მნიშვნელოვან გადახედვაზე იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ბიზნესის იმ საჭიროებებს, რომლებიც დღეს დგას" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე (GEDC) საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი მიმართულებებიდან საკვანძო ადგილი ენერგეტიკის სექტორს უკავია.

"როდესაც ვსაუბრობთ ახალ სექტორებზე, გამოვყოფდი ენერგეტიკას. როდესაც ჩვენი ამოცანა არის ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება იმ ტემპით, როგორი ტემპითაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იზრდებოდა, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, ენერგეტიკის იმ სიმძლავრეების უზრუნველყოფა, რაც ეკონომიკურ ზრდას სჭირდება, არის ნომერ პირველი პრიორიტეტი", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მთელი რიგი ინსტრუმენტები და სიახლეები, მათ შორის მიკროსესხები, რომელიც ცოტა ხნის წინ გაეშვა და ძალიან მაღალი პოპულარობით და ეფექტურობით გამოირჩევა, კიდევ უფრო გაფართოვდება. მისივე თქმით, კორპორაციისთვის მცირე ბიზნესის ხელშეწყობა კვლავ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი ნადარეიშვილი: ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ენერგეტიკის სექტორში მხარდაჭერის სქემების და ინსტრუმენტების მნიშვნელოვან გადახედვაზე იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ბიზნესის იმ საჭიროებებს, რომლებიც დღეს დგას
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მონაწილეობას მიიღებს და ინვესტირებას გააკეთებს წილობრივ საინვესტიციო ფონდებში, ვენჩურულ ფონდებში, ეს არის ძალიან დიდი სპექტრი იმ ფინანსური ინსტრუმენტების, რომელიც ჩვენს ბიზნესს სჭირდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები