ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Politico - ევროპა უკრაინის საკითხზე მთავარ მომლაპარაკებელს ეძებს, რომელიც ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებებში ჩაერთვება

Politico-ს ცნობით, ევროპა ვლადიმერ პუტინთან უკრაინის საკითხზე პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მთავარ წარმომადგენელს ეძებს, კანდიდატებს შორის კი ალექსანდრ სტუბი განიხილება. ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველის თქმით, კრემლის ლიდერი ევროკავშირს ანგარიშს არ უწევს და ურსულა ფონ დერ ლაიენთან დიალოგი არ სურს.

Politico - ევროპა უკრაინის საკითხზე მთავარ მომლაპარაკებელს ეძებს, რომელიც ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებებში ჩაერთვება
Politico - ევროპა უკრაინის საკითხზე მთავარ მომლაპარაკებელს ეძებს, რომელიც ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებებში ჩაერთვებაინტერპრესნიუსი

ევროპის ქვეყნების მთავრობებში სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ შესაძლოა მალე დასჭირდეთ ისეთი კანდიდატის შერჩევა, რომელიც უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავს, - ამის შესახებ Politico წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მთავარი პრობლემა იმის გადაწყვეტაა, თუ ვის უნდა დაეკისროს ასეთი სარისკო ამოცანა. საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში გაემგზავრა და პრეზიდენტ ვლდიმერ პუტინს დონალდ ტრამპთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა.

ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის განცხადებით, პუტინი ევროკავშირს გავლენიან ძალად არ აღიქვამს და არ სურს დიალოგი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელ კაია კალასთან. პაველის აზრით, ევროპამ უნდა განსაზღვროს პირი ან პირთა ჯგუფი, რომელსაც მოლაპარაკებების წარმართვის მანდატს მიანიჭებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ “ბოლო დღეებში ტრამპმა უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები შეაშფოთა იმით, რომ მათი გვერდის ავლით პირდაპირ პუტინს ესაუბრა; ამასთან, ის სულ უფრო მეტ მზაობას ავლენს, რუსეთის მხარე დაიჭიროს”.

Politico წერს, რომ ამან ბრიუსელსა და მის ფარგლებს გარეთ კვლავ გააცოცხლა დისკუსია იმის თაობაზე, რომ ევროპას სჭირდება კრემლთან პირდაპირი კომუნიკაციის საკუთარი არხი - რეგიონის ინტერესების დასაცავად და უკრაინის იმ შესაძლებლობის გასაძლიერებლად, რომ მისთვის არახელსაყრელ, უთანასწორო შეთანხმებას წინ აღუდგეს.

ამასთან, ჯერ შეთანხმება არ არსებობს, თუ ვინ უნდა წარმოადგენდეს ევროპას. შესაძლო კანდიდატებს შორის სახელდებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკავშირის უმაღლესი წრმომადგენელი საგარეო საქმეთ დ უსფრთხოების პოლიტიკის სკითხებში კაია კალასი. ყურადღებას იქცევს ასევე ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, რომელსაც, ევროპელ დიპლომატთა შეფასებით, დონალდ ტრამპთან კარგი ურთიერთობა და რუსეთთან ურთიერთობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.

ერთი-ერთი დიპლომატის თქმით, წარმომადგენლის არჩევისას მთავარი უნდა იყოს მოლაპარაკებებში მისი ეფექტიანობა და არა პირადი პოლიტიკური ამბიციები.

„სტუბი საინტერესო კანდიდატია, რადგან ფინეთს რუსეთთან ურთიერთობის გამოცდილება და მასთან ტრადიციული დიალოგის პრაქტიკა აქვს. ჩვენს მხარეს მათ სხვებზე უკეთ ესმით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ასეთ ვითარებაში თავი უსაფრთხოდ იგრძნო“, - განაცხადა დიპლომატმა.

ევროკავშირის მეორე დიპლომატის თქმით, სტუბი „ჯერჯერობით ერთადერთი ადამიანია, რომელმაც პოლიტიკური ლიდერობის მაღალ დონეზე გამოჩენის მზადყოფნა გამოთქვა“ და შესაძლოა, მომავალ სამშვიდობო სამიტზე ევროპის წარმომადგენლის როლი შეასრულოს.

აღსანიშნავია, რომ სამშაბათს სტუბი ნორვეგიაში ვოლოდიმირ ზელენსკისა და სტივ უიტკოფთან ერთად იმყოფებოდა და მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბოლო დღეებში ტრამპმა უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები შეაშფოთა იმით, რომ მათი გვერდის ავლით პირდაპირ პუტინს ესაუბრა; ამასთან, ის სულ უფრო მეტ მზაობას ავლენს, რუსეთის მხარე დაიჭიროს“
„სტუბი საინტერესო კანდიდატია, რადგან ფინეთს რუსეთთან ურთიერთობის გამოცდილება და მასთან ტრადიციული დიალოგის პრაქტიკა აქვს. ჩვენს მხარეს მათ სხვებზე უკეთ ესმით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ასეთ ვითარებაში თავი უსაფრთხოდ იგრძნო“
„ჯერჯერობით ერთადერთი ადამიანია, რომელმაც პოლიტიკური ლიდერობის მაღალ დონეზე გამოჩენის მზადყოფნა გამოთქვა“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კაია კალასის განცხადებით, აშშ უკრაინას პუტინის პირობებით დანებებისკენ უბიძგებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები