ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Super Micro Computer-მა ფინანსური პროგნოზები გაზარდა

Super Micro Computer-მა კვარტალური შემოსავლის პროგნოზი $19.5 მილიარდამდე, მოგების მარჟა კი 12.5%-მდე გაზარდა. ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, კომპანიის აქციების ფასი ბირჟის გახსნამდე თითქმის 12%-ით გაიზარდა.

Super Micro Computer-მა ფინანსური პროგნოზები გაზარდა
Super Micro Computer-მა ფინანსური პროგნოზები გაზარდაBM.GE

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, Super Micro Computer-მა მომავალი წლის პირველი კვარტალის შემოსავლებისა და მოგების მარჟის პროგნოზი მნიშვნელოვნად გაზარდა.

ანალიტიკოსების $15.23-მილიარდიანი მოლოდინის ფონზე, კომპანიის საპროგნოზო კვარტალური შემოსავალი $19.5 მილიარდამდე განისაზღვრა. ასევე, თუ აქამდე ხელმძღვანელობა 10.4%-მდე მარჟის მიღებას ვარაუდობდა, ახალი მონაცემებით ეს მაჩვენებელი 12.5%-მდე გაიზრდება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ფინანსური მოლოდინების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე მზარდ მოთხოვნას უკავშირდება. მოგეხსენებათ, ინდუსტრიის უმსხვილესი მოთამაშეები მიმდინარე წელს ამ მიმართულებით $700 მილიარდზე მეტის დახარჯვას გეგმავენ და ამ CapEX-ის ერთ-ერთი ბენეფიციარი სწორედ SMCI-ია.

გაუმჯობესებული პროგნოზების ფონზე, ბირჟის ოფიციალურად გახსნამდე Super Micro Computer-ის აქციების თითქმის 12%-ით არის გაზრდილი.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ASML-ის კვარტალურმა შემოსავალმა €11.7 მილიარდს გადააჭარბაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები