ზახაროვა ქართული სასმელების აკრძალვაზე: რუსეთში პროდუქცია შემოაქვს ათობით ქართულ კომპანიას. დარღვევები...
მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთში ქართული სასმელების იმპორტის აკრძალვას პოლიტიკური ფონი არ აქვს და შეზღუდვა მხოლოდ რამდენიმე საწარმოს უხარისხო პროდუქციას შეეხო, დანარჩენი კი ბაზარზე მუშაობას აგრძელებს.

21 ოქტომბერს გამართული ბრიფინგის დასასრულ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ უპასუხა შეკითხვას ქართული ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების იმპორტის აკრძალვაზე, რომელიც მას დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა ნიკოლოზ მჟავანაძემ "ტაო-ნიუსის" სახელით დაუსვა. მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აკრძალვა მხოლოდ რამდენიმე საწარმოს პროდუქციას შეეხო:
"რუსეთში პროდუქცია შემოაქვს ათობით შესაბამის ქართულ კომპანიას. დარღვევები გამოუვლინდა მხოლოდ რამდენიმე საწარმოს. ყველა დანარჩენი ყოველგვარი პრობლემის გარეშე განაგრძობს მუშაობას ჩვენს ბაზარზე, რომელიც საქართველოსთვის პრიორიტეტულია".
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თავიდან კი განაცხადა, რომ შეკითხვა არა მის უწყებას, არამედ "როსპოტრებნადზორს" ეხებოდა, მაგრამ განმარტა, რომ დაწესებული შეზღუდვები ცალკეულ საწარმოებს ეხება და რომ პოლიტიკური სპეკულაციები უსაფუძვლოა:
„მგონია, რომ ეს შეკითხვა საგარეო საქმეთა სამინისტროს არ ეკუთვნის. ეს შეკითხვა „როსპოტრებნადზორისთვისაა“. ამ უწყების ამოცანებში შედის პროდუქციის შესაბამისობის დადგენა ჩვენს ქვეყანაში მოქმედ უსაფრთხოების მოთხოვნებთან და არაკეთილსინდისიერი მწარმოებლების საქონლის შემოტანის აღკვეთა. ლაპარაკია უხარისხო პროდუქციის გამოსავლენად ამ პროფილური უწყების რუტინულ, ყოველდღიურ საქმიანობაზე.
შეზღუდვების შემოღება მიემართება კონკრეტულ ადრესატებს. ვხედავთ, როგორ ცდილობენ სრულიად რუტინული პროცედურები გადააქციონ რაღაცნაირ პოლიტიკურ ფაქტორად, ისპეკულირონ მოცემულ თემაზე. არაფრის ძებნა არაა აქ საჭირო. არანაირი პოლიტიკური ფონი არ არსებობს. მიმაჩნია, რომ ეს სულ ვარაუდებია".
10 ოქტომბერს რუსული მედიით გავრცელდა ცნობა რუსეთის ბაზარზე სასმელების მწარმოებელი შვიდი ქართული კომპანიის პროდუქციის აკრძალვაზე. ეს კომპანიებია: “ნაბეღლავი” და "კოკა-კოლა”; „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ვაინმენი“, „ასკანელი ძმები“ და „ქართული ლუდის კომპანია“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„რუსეთში პროდუქცია შემოაქვს ათობით შესაბამის ქართულ კომპანიას. დარღვევები გამოუვლინდა მხოლოდ რამდენიმე საწარმოს. ყველა დანარჩენი ყოველგვარი პრობლემის გარეშე განაგრძობს მუშაობას ჩვენს ბაზარზე, რომელიც საქართველოსთვის პრიორიტეტულია“
„მგონია, რომ ეს შეკითხვა საგარეო საქმეთა სამინისტროს არ ეკუთვნის. ეს შეკითხვა „როსპოტრებნადზორისთვისაა“. ამ უწყების ამოცანებში შედის პროდუქციის შესაბამისობის დადგენა ჩვენს ქვეყანაში მოქმედ უსაფრთხოების მოთხოვნებთან და არაკეთილსინდისიერი მწარმოებლების საქონლის შემოტანის აღკვეთა. ლაპარაკია უხარისხო პროდუქციის გამოსავლენად ამ პროფილური უწყების რუტინულ, ყოველდღიურ საქმიანობაზე. შეზღუდვების შემოღება მიემართება კონკრეტულ ადრესატებს. ვხედავთ, როგორ ცდილობენ სრულიად რუტინული პროცედურები გადააქციონ რაღაცნაირ პოლიტიკურ ფაქტორად, ისპეკულირონ მოცემულ თემაზე. არაფრის ძებნა არაა აქ საჭირო. არანაირი პოლიტიკური ფონი არ არსებობს. მიმაჩნია, რომ ეს სულ ვარაუდებია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.