პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თენგიზ შარმანაშვილი: „არაკონსტიტუციური ორგანიზაცია საქართველოში არ უნდა ფუნქციონირებდეს – მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს პოლიტიკურად მიზანშეწონილი“

საკონსტიტუციო სასამართლო

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ არაკონსტიტუციური ორგანიზაცია საქართველოში არ უნდა ფუნქციონირებდეს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს პოლიტიკურად მიზანშეწონილი. მისი თქმით, ოპონენტებს სამართლებრივი არგუმენტები თითქმის არ აქვთ.

თენგიზ შარმანაშვილი: „არაკონსტიტუციური ორგანიზაცია საქართველოში არ უნდა ფუნქციონირებდეს – მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს პოლიტიკურად მიზანშეწონილი“
POSTV

„ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ისინი სამართლებრივად გაგვიწევენ ოპონირებას, მაგრამ ეჭვი მეპარება“, – განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე, რითაც უპასუხა კითხვას, შეძლებს თუ არა ოპოზიცია დღეს თავდაცვას.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორია სასამართლო პროცესების მოლოდინი და რა უნდა შეცვალოს პოლიტიკურ ველზე ამ პროცესმა, თუ მმართველი გუნდის მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

„ისინი, ალბათ, შეეცდებიან, სანახაობრივი შოუ მოაწყონ, იმიტომ, რომ სამართლებრივი არგუმენტები მათ თითქმის არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ, იმდენად მყარი მტკიცებულებები გაგვაჩნია ჩვენ.

ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი და ამისთვის ვემზადებით. რა თქმა უნდა, გათვალისწინებული გვაქვს, რომ ჩვენი ოპონენტები შეიძლება ასე არ მოიქცნენ, მაგრამ აქ ჩვენ უძლურები ვართ. ასეთ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და, ალბათ, მიუთითებს, რომ დაბრუნდნენ სამართლებრივ სივრცეში.

ჩვენ იმთავითვე აღვნიშნეთ, რომ მიზანშეწონილობა ამ ეტაპზე არაფერ შუაშია. შუაშია ის, არის თუ არა ესა თუ ის ორგანიზაცია არაკონსტიტუციური და კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებებს სჩადიოდა და სჩადის თუ არა ამჟამად. ამიტომ, ახლა ჩვენ დავიწყოთ იმაზე ფიქრი, რომ: “მართალია, არაკონსტიტუციურია; მართალია, კონსტიტუციას არღვევენ, მაგრამ მოდი, მიზანშეწონილი არ არის და ხომ არ აგვეღო ამ საკითხზე ხელი”, – თვითონ ეს მიდგომა არ არის სწორი, იმიტომ, რომ არაკონსტიტუციური ორგანიზაცია საქართველოში არ უნდა ფუნქციონირებდეს – მოუხედავად იმისა, არის თუ არა ეს პოლიტიკურად მიზანშეწონილი“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოთენგიზ შარმანაშვილი – არაკონსტიტუციური ორგანიზაცია საქართველოში არ უნდა ფუნქციონირებდეს, მოხარული ვიქნები, თუ ისინი სამართლებრივად გაგვიწევენ ოპონირებას, მაგრამ ეჭვი მეპარება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ისინი სამართლებრივად გაგვიწევენ ოპონირებას, მაგრამ ეჭვი მეპარება“
თენგიზ შარმანაშვილი
„ისინი, ალბათ, შეეცდებიან, სანახაობრივი შოუ მოაწყონ, იმიტომ, რომ სამართლებრივი არგუმენტები მათ თითქმის არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ, იმდენად მყარი მტკიცებულებები გაგვაჩნია ჩვენ. ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი და ამისთვის ვემზადებით. რა თქმა უნდა, გათვალისწინებული გვაქვს, რომ ჩვენი ოპონენტები შეიძლება ასე არ მოიქცნენ, მაგრამ აქ ჩვენ უძლურები ვართ. ასეთ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და, ალბათ, მიუთითებს, რომ დაბრუნდნენ სამართლებრივ სივრცეში. ჩვენ იმთავითვე აღვნიშნეთ, რომ მიზანშეწონილობა ამ ეტაპზე არაფერ შუაშია. შუაშია ის, არის თუ არა ესა თუ ის ორგანიზაცია არაკონსტიტუციური და კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებებს სჩადიოდა და სჩადის თუ არა ამჟამად. ამიტომ, ახლა ჩვენ დავიწყოთ იმაზე ფიქრი, რომ: “მართალია, არაკონსტიტუციურია; მართალია, კონსტიტუციას არღვევენ, მაგრამ მოდი, მიზანშეწონილი არ არის და ხომ არ აგვეღო ამ საკითხზე ხელი”, – თვითონ ეს მიდგომა არ არის სწორი, იმიტომ, რომ არაკონსტიტუციური ორგანიზაცია საქართველოში არ უნდა ფუნქციონირებდეს – მოუხედავად იმისა, არის თუ არა ეს პოლიტიკურად მიზანშეწონილი“
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არგუმენტები იმდენად მყარია, რომ დარწმუნებულები ვართ, გადაწყვეტილება იქნება ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ - თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები