ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით მითითებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ამ ფაქტებს ვერავინ გაექცევა, რაც არ უნდა სცადონ და შუამდგომლობები დააყენონ

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობა

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ 2004-2012 წლების დანაშაულებრივ ფაქტებს „ვერავინ გაექცევა“ და საგამოძიებო კომისიის დასკვნა სარჩელს უნდა დაერთოს.

არჩილ გორდულაძე: 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით მითითებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ამ ფაქტებს ვერავინ გაექცევა, რაც არ უნდა სცადონ და შუამდგომლობები დააყენონ
არჩილ გორდულაძე: 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით მითითებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ამ ფაქტებს ვერავინ გაექცევა, რაც არ უნდა სცადონ და შუამდგომლობები დააყენონიმედინიუსი

არავის აქვს სასამართლოს წინაშე იმის მტკიცების უფლება და შესაძლებლობა, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ვინმეს ჰქონდა მისვლის სურვილი და აზრის გამოთქმისა, ან კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებისა და ასეთი რამე არ მომხდარა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლის დროს, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებითი განხილვა დასრულდა.

გორდულაძის თქმით, 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით დეტალურად არის მითითებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ამ ფაქტებს „ვერავინ გაექცევა“.

მანვე განაცხადა, რომ არავის აქვს უფლება ამტკიცოს, თითქოს საგამოძიებო კომისიის სხდომებზე ვინმეს მისვლის, პოზიციის გამოხატვის ან ინფორმაციის მიწოდების საშუალება არ ეძლეოდა.

„რა თქმა უნდა, ასეულობით არის იმ განცხადებების რაოდენობა, რომელიც კომისიის სხდომას მიეწოდა, რომლებიც მათ შორის ვერც კი იქნა ასახული საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და განხილვაც კი ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კომისიის სხდომები და იმდენად ბევრია დანაშაულებრივი ფაქტი, რომ ექვსი თვეც კი არ გახდა საკმარისი იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პარტიების არაკონსტიტუციური, არასამართლებრივი, არაკანონიერი ქმედებები შესაბამისად შეფასებულიყო. მხოლოდ და მხოლოდ ის რამდენიმე ასეულგვერდიანი დასკვნა, რომელიც არის მტკიცებულების სახით წარმოდგენილი, არის მცირე ნაწილი იმ არაკანონიერი ფაქტების ჩამონათვალისა, რომლებიც 2004-2012 წლებში ჩვენი ქვეყნის რეალობა იყო და ახლაც გრძელდება 2012 წლიდან დღემდე.

ლაპარაკი იმაზე კი არ არის, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მითითებული ფაქტები არის ტყუილი, ან სიმართლეს არ შეესაბამება. ამას უბრალოდ ვერავინ იტყვის. მაშინ შეიძლება ასევე წარმატებით ამტკიცონ, რომ არ არსებობენ გარდაცვლილი ადამიანები, არ არსებობს ჩამორთმეული ქონება, არ არსებობს სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, რომ ოჩიგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ არის ტყუილი და ჩვენს სარჩელში წარმოდგენილია მხოლოდ და მხოლოდ მითითებები საგამოძიებო კომისიის დასკვნებზე, მითითებები არის, მაგალითად, ჰუდოკზე, შესაბამის საიტზე, სადაც ყველას შეუძლია ამ გადაწყვეტილებების ნახვა და ასევე მითითებული არის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე. რა თქმა უნდა, საგამოძიებო კომისიის დასკვნა უნდა დაერთოს, დართულიც არის და არ უნდა იყოს ამორიცხული წარმოდგენილი სარჩელის თანდართული დოკუმენტებიდან, ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე. ეს არის ფაქტების კომპილაცია, ერთი მხრივ, და მეორე, ამ შუამდგომლობის დაყენება მხოლოდ და მხოლოდ მიზნად ისახავს გაქცევას საქართველოს პარლამენტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაციის ცნობისგან და სწორედ ამიტომაც არის ეს საკითხი დაყენებული. ფაქტი ერთია, რომელიც არის ჯიუტი, დიახ, 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით მითითებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ამ ფაქტებს, უბრალოდ, ვერავინ ვერ გაექცევა, რაც არ უნდა სცადონ და შუამდგომლობები დააყენონ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რა თქმა უნდა, ასეულობით არის იმ განცხადებების რაოდენობა, რომელიც კომისიის სხდომას მიეწოდა, რომლებიც მათ შორის ვერც კი იქნა ასახული საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და განხილვაც კი ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კომისიის სხდომები და იმდენად ბევრია დანაშაულებრივი ფაქტი, რომ ექვსი თვეც კი არ გახდა საკმარისი იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული პარტიების არაკონსტიტუციური, არასამართლებრივი, არაკანონიერი ქმედებები შესაბამისად შეფასებულიყო. მხოლოდ და მხოლოდ ის რამდენიმე ასეულგვერდიანი დასკვნა, რომელიც არის მტკიცებულების სახით წარმოდგენილი, არის მცირე ნაწილი იმ არაკანონიერი ფაქტების ჩამონათვალისა, რომლებიც 2004-2012 წლებში ჩვენი ქვეყნის რეალობა იყო და ახლაც გრძელდება 2012 წლიდან დღემდე. ლაპარაკი იმაზე კი არ არის, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მითითებული ფაქტები არის ტყუილი, ან სიმართლეს არ შეესაბამება. ამას უბრალოდ ვერავინ იტყვის. მაშინ შეიძლება ასევე წარმატებით ამტკიცონ, რომ არ არსებობენ გარდაცვლილი ადამიანები, არ არსებობს ჩამორთმეული ქონება, არ არსებობს სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, რომ ოჩიგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ არის ტყუილი და ჩვენს სარჩელში წარმოდგენილია მხოლოდ და მხოლოდ მითითებები საგამოძიებო კომისიის დასკვნებზე, მითითებები არის, მაგალითად, ჰუდოკზე, შესაბამის საიტზე, სადაც ყველას შეუძლია ამ გადაწყვეტილებების ნახვა და ასევე მითითებული არის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე. რა თქმა უნდა, საგამოძიებო კომისიის დასკვნა უნდა დაერთოს, დართულიც არის და არ უნდა იყოს ამორიცხული წარმოდგენილი სარჩელის თანდართული დოკუმენტებიდან, ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე. ეს არის ფაქტების კომპილაცია, ერთი მხრივ, და მეორე, ამ შუამდგომლობის დაყენება მხოლოდ და მხოლოდ მიზნად ისახავს გაქცევას საქართველოს პარლამენტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაციის ცნობისგან და სწორედ ამიტომაც არის ეს საკითხი დაყენებული. ფაქტი ერთია, რომელიც არის ჯიუტი, დიახ, 2004-2012 წლებში ჩადენილ არაერთ დანაშაულთან დაკავშირებით მითითებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში და ამ ფაქტებს, უბრალოდ, ვერავინ ვერ გაექცევა, რაც არ უნდა სცადონ და შუამდგომლობები დააყენონ“
არჩილ გორდულაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: “14 წელია, ქართველი საზოგადოება გვავალებს, გვთხოვს და მოელის, სამართლებრივად შეფასდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები