პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“გახარიას პარტია გვაჩვენებს თავს ვითომ “მე კარგი მონა ვარ” – სალომე ზურაბიშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტიგახარია საქართველოსთვის

სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განხილვას დემოკრატიის დასამარების მცდელობად აფასებს და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ხელისუფლებისადმი დამორჩილებაში ადანაშაულებს.

“გახარიას პარტია გვაჩვენებს თავს ვითომ “მე კარგი მონა ვარ” – სალომე ზურაბიშვილი
ალია

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას დემოკრატიის დასამარების მცდელობად აფასებს და ამბობს:

დღეს არ არის დრო არც კითხვების და არც პასუხების. დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის, საქართველოს სახელმწიფოებისთვის, დღეს არის დღე, როცა ცდილობს “ქართული ოცნება”, რომ დაასამაროს საბოლოოდ დემოკრატია, სახელმწიფო და ჩვენი სურათი მსოფლიოში, იმიტომ, რომ ასეთი სამარცხვინო რამ თანამედროვე პერიოდში არცერთმა ქვეყანამ არ ჩაიდინა, რასაც ჰქვია, ყველა პოლიტიკური პარტიის აკრძალვა და ამ ფორმით ამის აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოთი. აღარც ვიცი, რა მდგომარეობაში ჩააყენა “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლო და როგორ ასამარებს თვით საკონტიტუციო სასამართლო, როგორც დაასამარა ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში. ეს არის ის ძალიან სამწუხარო მდგომარეობა, რაშიდაც ამყოფებს “ქართული ოცნება” ამ ქვეყანას და საერთოდაც აუცილებლად უნდა გამოვიდეთ.

ასევე სამარცხვინოა ის, რომ ერთი პარტია, გახარიას პარტია, რაღაცნირად კეკლუცობს და გვაჩვენებს თავს ვითომ “მე კარგი ვარ, კარგი მონა ვარ” და კიდევ დაგემონებით და ვიქნებით ბოლომდე თქვენი. იმ დროს, როცა ასეთი რამ ხდება, არც სოლიდარობა, არც გულშემატკივრობა სხვების… რა მნიშველობა აქვს აქ, რომელი პოლიტიკურ პარტიას ეხება, ჩემი გემოვნება-თქვენი გემოვნება აქ არაფერ შუაშია. აქ არის ქვეყნის პრობლემა, ყველას პრობლემა, იმიტომ, რომ ჩვენ სამარცხვინოდ ვჩანვართ დღეს მთელ მსოფლიოში და ამას თუ ხვდება ერთი პარტია და მისი რამდენიმე წარმომადგენელი და თუ მათი ხელფასები და ადგილები მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყანა, ეს უნდა ვიცოდეთ. ამიტომ ჩვენ, ვინც ვხედავთ სად არის ქვეყნის ინტერესი, სად არის ქვეყანა და არა რომელიმე კონკრეტული პარტია – ჩვენ უნდა ერთად დავდგეთ ყველა. ეს არის ჩვენი გასაკეთებელი, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციური"გახარიას პარტია კეკლუცობს და გვაჩვენებს თავს, ვითომ "მე კარგი მონა ვარ" - ზურაბიშვილი
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციური"დღეს არის დღე სამარცხვინო, საქართველოსთვის" - სალომე ზურაბიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარტიების აკრძალვა "ოცნებისთვის" იმ უფსკრულის საწყისი იქნება, რომელშიც ჩადიან და ჩადიან - სალომე ზურაბიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები