გლდანის ციხეში პატიმარმა ორი ბოლტი გადაყლაპა - ფეიქრიშვილების დედა
ძმები ფეიქრიშვილების დედის განცხადებით, გლდანის ციხეში პატიმარმა ლაშა ლაბაძემ ორი ბოლტი გადაყლაპა. ის ციხეში შექმნილ ვითარებას საგანგაშოს უწოდებს და ციხის უფროსის სასწრაფოდ თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.

გლდანის ციხეში პატიმარმა ორი ბოლტი გადაყლაპა. ინფორმაციას ამის შესახებ ძმები ფეიქრიშვილების დედა ავრცელებს.
ქალის თქმით, გლდანის ციხეში მყოფი პატიმრები დახმარებას საჭიროებენ, დაწესებულებაში შექმნილი ვითარება კი საგანგაშოა. ის ციხის უფროსის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და შესაბამის უწყებებს აფრთხილებს, რომ რეაგირების გარეშე მდგომარეობა შესაძლოა მძიმე შედეგებით დასრულდეს.
ერთ-ერთმა პატიმარმა, ლაშა ლაბაძემ, გადაყლაპა ორი ბოლტი და მე ამას ვაჟღერებ იმიტომ, რომ არ შემიძლია, ეს დავმალო. მისახედია ეს ბავშვი. ყველა ადამიანი, ვინც ამ ციხეშია, ყველა მისახედია. სასწრაფო წესით გადააყენონ ეს ციხის უფროსი "ზაუტაა" თუ რა ზედმეტი სახელია, ეს "ზაუტა" თუ არ მოაშორეთ, თუ არ მოაცილეთ ციხეს, ცუდი რამით მორჩება. მე ვეხვეწები , უბრალოდ, ვის კომპეტენციაშიც ეს შედის, რომ დაეხმარეთ პატიმრებს, - ამბობს ფეიქრიშვილების დედა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.