საქართველომ "ევრო 2030"-ის მასპინძლობაზე კანდიდატურა წარადგინა
საქართველომ ფუტსალში ევროპის 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე კანდიდატურა წარადგინა. ტურნირის ჩატარების უფლებისთვის სულ შვიდი ქვეყანა იბრძოლებს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას უეფა 2027 წლის სექტემბერში მიიღებს.

საქართველო ფუტსალში ევროპის 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატია – უეფა-ში მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა.
მასპინძლობის უფლებისთვის შვიდი ქვეყანა იბრძოლებს: საქართველო, საფრანგეთი, ფინეთი, ხორვატია, ყაზახეთი, პოლონეთი და ესპანეთი.
ესპანეთმა და ხორვატიამ ფუტსალის ევროპის ჩემპიონატს ერთხელ უკვე უმასპინძლეს. დანარჩენი ხუთი ქვეყნისთვის კი ეს პირველი ასეთი გამოცდილება იქნება.
მასპინძელი ქვეყნის ვინაობა 2027 წლის სექტემბერში გახდება ცნობილი. გადაწყვეტილებას უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტი მიიღებს.
2030 წლის ევროპის ჩემპიონატი ტურნირის ისტორიაში მეთოთხმეტე იქნება.
ბოლო პირველობას, 2026 წელს, ლიეტუვამ, ლატვიამ და სლოვენიამ ერთობლივად უმასპინძლეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.