ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველო ფუტსალის ევროპის 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველო ფუტსალის ევროპის 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად ექვს ქვეყანასთან ერთად იბრძოლებს. ტურნირის მასპინძელი 2027 წლის სექტემბერში, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით გამოვლინდება.

საქართველო ფუტსალის ევროპის 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატია
საქართველო ფუტსალის ევროპის 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატიასპორტალი

საქართველო ფუტსალის ევროპის 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატია. უეფას მიერ მასპინძლობის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა. ტურნირის მასპინძლობის უფლებისთვის შვიდი ქვეყანა იბრძოლებს. საქართველოს კონკურენტები საფრანგეთი, ფინეთი, ხორვატია, ყაზახეთი, პოლონეთი და ესპანეთი არიან.

ესპანეთს და ხორვატიას ფუტსალის ევროპის ჩემპიონატისთვის უკვე უმასპინძლიათ. დანარჩენი ხუთი ქვეყნისთვის კი ეს პირველი ასეთი გამოცდილება იქნება. მასპინძელი ქვეყნის ვინაობა 2027 წლის სექტემბერში გახდება ცნობილი. გადაწყვეტილებას უეფას აღმასრულებელი კომიტეტი მიიღებს.

2030 წლის ევროპის ჩემპიონატი ტურნირის ისტორიაში მეთოთხმეტე გათამაშება იქნება. ბოლო ჩემპიონატს, 2026 წელს, ლიეტუვამ, ლატვიამ და სლოვენიამ ერთობლივად უმასპინძლეს.

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 2022 და 2026 წლებში იასპარეზა. 2022 წელს ავთანდილ ასათიანის გუნდმა ევროპის რვა საუკეთესო ნაკრებს შორის დაიკავა ადგილი.

„საქართველოს უეფასთან თანამშრომლობით სხვადასხვა მაღალი დონის ტურნირისა და მატჩის ორგანიზების მნიშვნელოვანი გამოცდილება დაუგროვდა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამჯერად ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენს ქვეყანაში ფუტსალი აქტიურად ვითარდება და ამ მიმართულებით პროგრესი თვალსაჩინოა. ამ სფეროს განვითარება და ასეთი მასშტაბური ტურნირის მასპინძლობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე ჩვენი ორგანიზაციისთვის.

ამ ეტაპზე მასპინძლობის სურვილი უკვე დავაფიქსირეთ. იმედი გვაქვს, რომ ყველა გარემოების გათვალისწინებით, საქართველოს ექნება რეალური შესაძლებლობა, 2030 წელს უმასპინძლოს ევროპის საუკეთესო ფუტსალის ნაკრებებს.

აგრეთვე, უკვე დაწყებული გვაქვს მზადება FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელსაც 2029 წელს სომხეთთან ერთად ვუმასპინძლებთ“, — დავით მუჯირი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი.

NAKREBI.GE

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს უეფასთან თანამშრომლობით სხვადასხვა მაღალი დონის ტურნირისა და მატჩის ორგანიზების მნიშვნელოვანი გამოცდილება დაუგროვდა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამჯერად ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენს ქვეყანაში ფუტსალი აქტიურად ვითარდება და ამ მიმართულებით პროგრესი თვალსაჩინოა. ამ სფეროს განვითარება და ასეთი მასშტაბური ტურნირის მასპინძლობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე ჩვენი ორგანიზაციისთვის. ამ ეტაპზე მასპინძლობის სურვილი უკვე დავაფიქსირეთ. იმედი გვაქვს, რომ ყველა გარემოების გათვალისწინებით, საქართველოს ექნება რეალური შესაძლებლობა, 2030 წელს უმასპინძლოს ევროპის საუკეთესო ფუტსალის ნაკრებებს. აგრეთვე, უკვე დაწყებული გვაქვს მზადება FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელსაც 2029 წელს სომხეთთან ერთად ვუმასპინძლებთ“
დავით მუჯირი
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ისტორიაში პირველად საქართველო 2027 წელს წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს უმასპინძლებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები